აზერბაიჯანში კიდევ ერთ ოპოზიციონერს პატიმრობა მიესაჯა
ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ აქტივისტს ორჰან ბაჰიშლის თავისუფლების ექვსი წლით აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალად ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა ედება, თავად ბაჰიშილი დაპატიმრებას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს. ასეთივე აზრისაა აზერბაიჯანელ უფლებადამცველთა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ბაჰიშლი 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანა.
ორჰან ბაჰიშლი მაისის დასაწყისში დააპატიმრეს. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ მას 6 გრამი ჰეროინი აღმოაჩნდა. როდესაც საქმე სასამართლომდე მივიდა, აქტივისტმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, პროტესტის ნიშნად, იმის გამო, რომ მის მომხრეები დარბაზში არ შეუშვეს.
როგორც ვებგვერდი Contact იუწყება, დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე ორჰან ბაჰიშლიმ ხელისუფლება დაადანაშაულა ცნობილი ჟურნალისტის ელმარ გუსეინოვის მკვლელობაში, რომელიც 2005 წელს მოხდა, და აქამდე არ გახსნილა. კოლეგების აზრით, ბაჰიშლი სწორედ ამიტომ დააპატიმრეს.
ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით აზერბაიჯანში ასევე ბაირამ მამედოვი, გიას იბრაგიმოვი და რამდენიმე სხვა აქტივისტია დაპატიმრებული.