ვლადიკავკაზში ფილმ „ორმოცდაათი ელფერით უფრო მუქი“-ს ჩვენება შეწყდა
გაზიარება
გაზიარება
ვლადიკავკაზში ეროტიული მელოდრამის „ორმოცდაათი ელფერით უფრო მუქი“-ს ჩვენება შეწყდა. ვლადიკავკაზის კინოთეატრ „სტოლიჩნის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ იძულებულია ფილმი ჩვენებიდან მოხსნას, საზოგადოების პროტესტისა და „ოფიციალური წერილების“ გამო.
კინოთეატრის ინსტაგრამის გვაერდზე გამოქვეყნებული კომენტარის თანახმად, კინოგაქირავების შეწყვეტის გადაწყვეტილება იმას უკავშირდება, რომ ფილმი „არ ესადაგება ოსი ხალხის ცნობიერებას და ეწინააღმდეგება მრავალეროვანი ოსეთის კულტურას“, ასევე „მოქალაქეთა მრავალრიცხოვან მიმართვებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებში“.
მანამდე ფილმის ჩევნებაზე უარის თქმა ასევე ვალდიკავკაზის ორ სხვა კინოთეატრს – „ტრეკს“ და „დრუჟბას“,მოუწიათ.
ფილმის ჩვენება ვლადიკავკაზში მხოლოდ ოთხ დღეს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში კინოთეატრ „სტოლიჩნიში“ ფილმის ნახვა თითქმის 2 ათასმა ადამიანმა მოასწრო.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, სხვადასხვა ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის მოთხოვნით, პირველი ფილმის – „გრეის 50 ელფერის“, ჩვენება ჩრდილოეთი ოსეთის კინოთეატრებში ასევე აიკრძალა.