ერევნის ვერნისაჟზე აღმოსავლური მუსიკა - მუღამი აკრძალეს
ფოტო: გრანტ მარინოსიანი, JAMnews
ხელოვნების ნიმუშების ღია ბაზრობა „ვერნისაჟზე“, ერევნის ცენტრში ამიერიდან აკრძალულია მუღამების – სახასიათო აღმოსავლური ნაწარმოებების შესრულება. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო ერევნის მერიამ.
„ვერნისაჟი“ ერევნის ცენტრში მდებარე ბაზრობაა, სადაც უნიკალური ანტიკვარული ნივთების და თანამედროვე მხატვრების მიერ სხვადსხვა სფეროში შექმნილი ნამუშევრების შეძენა შეიძლება – სუვენირების, სამკაულების, ხეზე კვეთის ნიმუშების.
„ვერნისაჟზე“ მუღამების შესრულების აკრძალვის ინიციატივით ოპოზიციური ფრაქცია „ელკის“ მხრიდან ერევნის უხუცესთა საბჭოს წევრი არაიკ არუთიუნიანი გამოვიდა. საკუთარი წინადადება მან ამგვარად ახსნა:
ჯერეჯერობით ლაპარაკია ნებისმიერი წარმოშობის მუღამის აკრძალვაზე, მათ შორის – სომხურ ენაზეც.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რომელ მუსიკალურ ჟანრებს შეეხება შეზღუდვები. მაგალითად, აიკრძალება თუ არა „ვერნისაჟზე“ რუსული, ამერიკული და ევროპული პოპ-მუსიკა, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს სომხურ კულტურასთან?
JAMnews ესაუბრა ასევე ადგილობრივ საზოგადოებრივ მოღვაწეებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ შეზღუდვების სია მუსიკათმცოდნეებმა უნდა შეადგინონ, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ხარისხიანი მუსიკის უხარისხოსგან განსხვავება შეუძლიათ.
ჩვენ ისეთი ადამიანები საერთოდ არ შეგვხვედრია, ვინც „ვერნისაჟზე“ რაიმე კონკრეტული ჟანრის მუსიკის აკრძალვის წინააღმდეგი იქნებოდა.
მწერალი და პუბლიცისტი ვაგრამ მარტიროსიანი გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ერევნის მცხოვრებლებს უფლება აქვთ ქალაქში ისე იარონ, რომ ცუდი მუსიკა არ ესმოდეთ. ვაგრამ მარტიროსიანმა აღნიშნა, რომ მუღამის მოსმენა არავის ეკრძალება, და ადამიანებს მშვიდად შეუძლიათ ეს ან თავიანთ სახლებში გააკეთონ, ან ყურსასმენები გამოიყენონ. მაგრამ საჯარო ადგილებში, როგორიც არის „ვერნისაჟი“, მისი ჩრთვა და იგვლივ მყოფთათვის მისი მოსმენის იძულება უადგილოა.
ერევნის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელმა რუბენ ბაბაიანმა განაცხადა, რომ არაფერია იმაში ცუდი, რომ უგემოვნო მუსიკის საჯარო ადგილებში მოსმენა აიკრძალოს. ბაბაიანმა აღნიშნა, რომ შეზღუდვების მომხრე არ არის, თუმცა არსებობს უსიამოვნო მოვლენები, რომლებიც უნდა შეიზღუდოს.
რუბენ ბაბაიანმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ვიმეს მუღამი ან რაბისი მოსწონს, მათ ამის სმენა შინ შეუძლიათ – ყურსასმენებით, და არა ამ მუსიკის პროპაგანდირება და მისი ჩართვა საჯარო ადგილებში, სადაც ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებსაც მისი მოსმენა არ სურთ.
სოციალურ ქსელებში საერთო ჯამში ამ გადაწყვეტილებას მიესალამნენ. სახასიათო არგუმენტები:
„რა კარგია! როგორც იქნა, თავისუფლად შევძლებთ იქ სიარულს“;
„კარგი, რადგან დაიწყეთ, მაშინ ბარემ რაბისიც მოაშორეთ, ის ხომ მუღამისგან დიდად არ განსხვავდება. ის უფრო მუღამის უნიჭო გადამღერებაა“;
„მერიის გადაწყვეტილებაა, რომ „ვერნისაჟზე“ მუღამი აღარ გაიჟღერებს. ის, ვინც ხმის ჩამწერ დანადგარებს ყიდის, სიას დაურიგებენ, თუ როგორი მუსიკის ჩართვა შეიძლება. მაგრამ ამ სიას ვინ შეადგენს, და როგორ ესმით მათ მუღამი ( საკითხავი აი, ეს არის)? ვიდრე ადამიანებს დამსახურებულ არტისტებად გამოაცხადებთ, გაიხსენეთ, რომ არც ისინი მღერიან კლასიკას“.
„შეიძლება გეგონოს, რომ ამ ქვეყანაში უკვე ყველაფერი კარგად იყო, და ახლა მუსიკით დავკავდით. სხვა გადასაჭრელი საკითხები არ არსებობს?“
“სამარცხვინოა ასეთი პრობლემების მერიის გადაწყვეტილებით გადაჭრა“;
„იქნებ, ერთხელაც რაბისით გართობა ქორწილებშიც აკრძალოთ…“
„უნდა მივესალმოთ ყველა იმ პატარა ნაბიჯსაც კი, რომელიც ნაგვისგან გაგვათავისუფლებს“.