გიუმრიში რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გიუმრიში, კურსკის მოედანზე რუს სამხედრო მოსამსახურესა და ადგილობრივ მცხოვრებს შორის მოხდა დანებით დაპირისპირება, რომლის შედეგადაც 21 წლის კონტრაქტორი დმიტრი იალპაევი დაიღუპა.
შემთხვევის ადგილას მისულმა ექიმებმა სამხედრო მოსამსახურის სიკვდილი დაადასტურეს. მათი ნაამბობით, მოკლულს ხელში „საკმაოდ დიდი დანა ეკავა“
პოლიცია იუწყება, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის 20 წლის გიუმრის მკვიდრი აღმოჩნდა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.