„გაზპრომი“ სამხრეთი ოსეთის გაზიფიკაციას ითავებს
ფოტო: ნელი გაბარაევა
ბუნებრივი აირის უმსხვილესმა რუსულმა კომპანიამ „გაზპრომმა“ 2019 წლამდე სამხრეთი ოსეთის სრულად გაზიფიცირების ვალდებულება აიღო.
ამავდროულად ბუნებრივი აირის ფასი კუბომერტრში დღევანდელი 4.27 რუბლიდან (დაახლოებით $0.07) 5.47 რუბლი (დაახლოებით $0.09) გახდება, ანუ იმდენივე იქნება, რასაც ამჟამად ჩრდილოეთი ოსეთის მაცხოვრებლები იხდიან.
ამ შეთანხმებას მიაღწიეს სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვისა და „გაზპრომის მეთაურის“ ალქსეი მილერის მოსკოვში შეხვედრისას, – იუწყება სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
„სექტემბერში ხელი მოეწერება „გაზპრომთან“ შეთანხმებას, და მომავალი წლიდან რესპუბლიკის გაზიფიკაცია დაიწყება. „გაზპომი“ მზადაა, სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე 2,5 მილიარდ რუბლზე მეტი (დაახლოებით $415 მილიონი) ღირებულების ბუნებრივი აირის ქსელი დააფინანსოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანატოლი ბიბილოვმა.
დღეისთვის სამხრეთ ოსეთში ბუნებრივი აირით მხოლოდ ცხინვალის მოსახლეობაა უზრუნველყოფილი.
რუსეთიდან რესპუბლიკაში ბუნებრივი აირი შევა ძუარიკაუ-ცხინვალის მაგისტრალური გაზსადენით, რომელიც 2007-2009 წლებში აშენდა.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო