ბაქოში მომხდარმა ხანძარმა 46 იძულებით გადაადგილებული ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დატოვა
ხანძარი ქალაქ ბაქოს ბინაგადინის რაიონში მოხდა. არავინ დაშავებულა, 150 ადამიანი ევაკუირებულია. ამ შენობის მეორე და მესამე სართულები აზერბაიჯანის ფიზულინის რაიონიდან იძულებით გადაადგილებულებს ეკავათ, პირველ სართულზე კი N45-ე სკოლა მდებარეობდა, რომელშიც ბავშვები სწავლობდნენ.
• „ელექტრონული კონფლიქტი“ აზერბაიჯანელ ჩინოვნიკებსა და იძულებით გადასახლებულ პირებს შორის
• ფოცხოეწერი – ქართული დაბა ორმაგი დევნილებისთვის
ფიზულინის რაიონი – აზერბაიჯანის ტერიტორიაა, რომელიც მთიან ყარაბაღს ესაზღვრება. ყარაბაღის ომის დროს 1993 წლის ზაფხულიდან რაიონის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი სომხეთის მიერ კონტროლდება. იმავე 1993 წლიდან რაიონის ამ ნაწილის მოსახლეობა დევნილი და იძულებით გადასახლებული გახდა. ბევრი მათგანი აქამდე ყოფილი სანატორიუმების შენობებში, საერთო საცხოვრებლებში ან რაიმე დაწესებულებებში ცხოვრობს.
დამწვარი შენობა ნავთობგაზმოპოვების სამმართველოს ეკუთვნის. ხანძრის დროს დაიწვა მესამე სართულის ოთახები, ხის ტიხრები, დერეფანი და სახურავის ნაწილი. ცეცხლი ჩააქრეს. აალების მიზეზი დგინდება, 46 ევაკუირებულ ოჯახს კი დროებით სხვაგან შეასახლებენ.