აშშ ევროპას ენერგოდამოუკიდებლობისთვის მილიარდ დოლარს გადაუხდის
მიუნხენში, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 1 მილიარდ დოლარს გამოუყოფს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, რათა გაათავისუფლოს ისინი რუსეთიდან გაზისა და ნავთობის მიწოდებაზე დამოკიდებულებისგან. ამის შესახებ Radio Free Europe იტყობინება.
საერთო ჯამში, ეს სახსრები მიმართულია 12 ქვეყანაზე, ყველა მათგანი, ავსტრიის გამოკლებით – ნატოს წევრია.
ასევე, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელმაც განაცხადა:
„ნატოს შემადგენლობაში შედის 29 ქვეყანა, რომლებიც მდებარეობს ატლანტიკის ოკეანის სხვადასხვა მხარეს. ჩვენ უთანხმოების მოგვარება ვისწავლეთ. მე არ მჯერა ცალკე ევროპისა და ცალკე ამერიკის შეერთებული შტატების. მე მჯერა მათი მტკიცე კავშირის“.
ამ თანხის დახმარებით, ამ ქვეყნებს შეეძლებათ ენერგომატარებლების მიწოდების დივერსიფიკაცია – ახალი მილსადენებისა და საპორტო ტერმინალების აშენება.
ახლა რუსეთი გაზის უმსხვილესი და ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია ევროპისთვის.
პომპეომ ჩამოთვალა მთავარი საფრთხეები, რომელსაც ახლა დემოკრატიული ქვეყნები აწყდებიან უსაფრთხოების სფეროში:
• რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებები
• ჩინეთის მხრიდან ეკონომიკური შანტაჟი
• ირანის ორგანიზებული კიბერთავდასხმები
• ”აი რატომ არიან რუსი დაქირავებული სირიაში”. ნავთობი “პუტინის მზარეულს” შეხვდა
• რაში სჭირდება ვლადიმირ პუტინს ბელარუსი და რა იქნება შემდეგი ნაბიჯი