აშშ-რუსეთი: ახლებური მიდგომები უკრაინის კონფლიქტისადმი
მინსკში უკრაინის საკითხებში აშშ-ის ახალი თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის შეხვედრა შედგა, – იუწყება РБК. მთავარი სამსჯელო თემა უკრაინის კონფლიქტი იყო.
შეხვედრის შემდეგ კურტ უოლკერმა ინტერვიუ მისცა რუსულ ტელეკომპანია „დოჟდს“, სადაც განაცხადა, რომ სურკოვთან შეხვედრით და „ სერიოზული საქმიანი საუბრით“ კმაყოფილი დარჩა.
უოლკერმა რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი აღნიშნა, მათ შორის:
“უკრაინის კონფლიქტში რუსეთის დაინტერესება ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს, მხარეებისთვის კი აუცილებელია, რომ ცეცხლის რეალურად შეწყვეტის პირობები შექმნან.“
“ბოლოს და ბოლოს, რუსეთი უკვე მზად არის აღიაროს, რომ მინსკის შეთანხმებების თანახმად, ეს ტერიტორიები უკრაინას უნდა დაუბრუნდეს… და არ დარჩეს ოკუპირებულ ტერიტორიებად. საამისოდ, იქიდან რუსული ჯარი უნდა გავიდეს და ადამიანები უსაფრთხოებით უზრუნველყონ, რათა მათ თავი საიმედოდ იგრძნონ“.
მანამდე სურკოვმა, უოლკერთან შეხვდრის კომენტირებისას განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებების განხორციელების თვალსაზრისით, შეთავაზებული იყო „ახალი იდეები და მიდგომები“.
გარდა ამისა, მხარეები იმაზე შეთანხმდნენ, რომ „შესაძლებელია და აუცილებელიც, რომ „სამშვიდობო პროცესი უფრო სწრაფად წარიმართოს“.