აფხაზეთში ნარკოტიკების გავრცელებისთვის სიკვდილით დასჯას მხარი დაუჭირეს
აფხაზეთში ნარკოტიკების გამავრცელებლებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა დააწესეს. ახლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისთვის სასჯელად ან უვადო პატიმრობა, ანდაც სიკვდილით დასჯა განისაზღვრება.
კანონი ძალაში 2020 წლის პირველ იანვარს შევა. კანონპროექტის ავტორის, დეპუტატ დმიტრი დბარის განცხადებით, „ძალოვან უწყებებს დრო აქვთ კანონის აღსრულებისთვის მოსამზადებლად“.
• სიკვდილით დასჯა – საბჭოთა ტრადიცია?
• ნარკოდამოკიდებულება აზერბაიჯანში – “თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება”
ეს გადაწყვეტილება შეიძლება განსაკუთრებულად ჩაითვალოს, რამდენადაც აფხაზეთში 1993 წლიდან მორატორიუმი იყო გამოცხადებული სიკვდილით დასჯაზე. ამ დროისთვის აფხაზეთში სამუდამო პატიმრობამისჯილი სამი ადამიანია.
საზოგადოებაში ცვლილებები არაერთგვაროვნად მიიღეს. დაახლოებით თანაბრად გაიყო უმკაცრესი ზომების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რიცხვი. სახასიათო კომენტარები:
„გამიკვირდებოდა ეს გადაწყვეტილება, რამდენიმე წლის წინ ჩვენს კანონმდებლებს აბორტები რომ არ აეკრძალათ. იმ აკრძალვის შემდეგ ისინი აგრძელებენ თავის კურსს საუდის არაბეთისკენ“.
„ჩვენს ბავშვებს ყოველდღე კლავენ, მათი სიცოცხლის ხარჯზე მდიდრდებიან – თუკი ორ ნარკოდილერს მაინც დასჯიან სიკვდილით, იქნებ ვინმე დაფიქრდეს და შეშინდეს?“.
პოსტსაბჭოთა სივრცეში სიკვდილით დასჯა კანონით მხოლოდ ბელარუსშია დაშვებული. სხვა ქვეყნებში სასჯელის ეს ზომა ან უარყვეს, ან მორატორიუმი გამოაცხადეს.