აზერბაიჯანში ტურისტების რიცხვი თითქმის ერთი მესამედით გაიზარდა
მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში აზერბაიჯანში 200 ათასი ტურისტით მეტი ჩავიდა, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში. ეს დაახლოებით 30-პროცენტიან ზრდას ნიშნავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა აბუფას გარაევმა განაცხადა.
სავიზო რეჟიმის გამარტივება ტურისტების რაოდენობის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
“ჩვენ 90 ქვეყანას გავუხსენით ჩვენი კარი” – ციტირებს მინისტრის სიტყვებს სააგენტო АPА.
მინისტრის თქმით, წელს აზერბაიჯანში ტურისტების დიდ ნაკადს ელიან არაბეთის გაერთიანებული საამიროდან. მინისტრმა დასძინა, რომ ტურიზმის სფეროში ეს წელი მათთვის გამოსაცდელი იქნება – “განსაკუთრებულ იმედს ვამყარებთ “აზერბაიჯანის გრან-პრისა” და “ფორმულა -1″-ზე, რომლებიც ბაქოში 22-დან 25 ივნისამდე გაიმართება” – გარაევმა ასევე აღნიშნა, რომ “ფორმულა-1”-ის დროს ქვეყანაში მსხვილი სასტუმროების ქსელის 95 % ივსება; “შეკვეთები უკვე გვაქვს. გარდა ამისა, სპარსეთი ყურიდან ჩამოსულ სტუმრებს შეუძლიათ დედაქალაქის გარდა, რეგიონებშიც დაისვენონ”.
მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ქვეყანაში თანდათან ვითარდება ჰოსტელების ქსელიც, რომელიც ახალგაზრდა მოგზაურთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასეთ ჰოსტელებში ღამის გათენება დაახლოებით 10 მანათი (5,3 ევრო) ღირს.