აზერბაიჯანში ნოვრუზის დღესასწაულს - გაზაფხულის დადგომას - აღნიშნავენ. ფოტორეპორტაჟი
აზერბაიჯანში სახელმწიფო დონეზე აღნიშნავენ ნოვრუზის დღესასწაულს – ძველ დღესასწაულს, რომელიც გაზაფხულის დაწყებაზე მიუთითებს. ფაქტობრივად, ეს ზოროასტრული ახალი წელია, რომელიც 20-დან 21 მარტზე გადასვლისას დგება და გაზაფხულის ბუნიობას ემთხვევა. ამ შემთხვევაში, მთელი კვირა დასვენების იქნება.
• „ფორმულა-1“: რისთვის სჭირდება ეს აზერბაიჯანს?
ნოვრუზზე მიღებულია სპეციალური კაკლიანი ტკბილეულის გამოცხობა, ცეცხლის დანთება და მასზე გადახტომა, რათა „განახლდე“, როგორც ბუნება განახლდება ხოლმე გაზაფხულზე. ასევე, ამ დღეებში ეწყობა სახალხო სეირნობები და ქუჩის წარმოდგენები ფოლკლორის პერსონაჟების მონაწილეობით.
ამ წელს გასართობი პროგრამა უფრო მოკრძალებულია, ვიდრე წარსულში. მიუხედავად ამისა, სადღესასწაულო კვირაში დაგეგმილია რამდენიმე ქუჩის კონცერტი, ქალაქის ცენტრში კი ბაზრობაა გამართული. მაგრამ ჯერჯერობით იქ ცოტა ხალხია, რადგან ცივი და წვიმიანი ამინდია.
სადღესასწაულო საღამოს აღნიშვნა მიღებულია სახლში, ოჯახურ წრეში. მაგიდაზე იდება ფლავი, ლანგარი ტკბილეულით, კაკლითა და ჩირით და ნოვრუზის მთავარი სიმბოლო – სემენი, წამოზრდილი ჯეჯილი. კიდევ ერთი სავალდებულო წესი – იმდენი სანთლის დანთება, რამდენი წევრიცაა ოჯახში.