აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანში ირანიდან ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა, – იუწყება Turan აზერბაიჯანის მთავრობასთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.
ინფიცირებული საავადმყოფოს სპეციალურ ინფექციურ ბოქსში მოათავსეს. მისი მდგომარეობა მოცემული მომენტისთვის სტაბილურია. ამ ადამიანის სახელსა და იმას, თუ კერძოდ რომელ საავადმყოფოშია ის მოთავსებული, არ იუწყებიან.
დაიწყო იმ ადამიანების შემოწმება, ვისთანაც ამ ადამიანს ჰქონდა ურთიერთობა.
• კორონავირუსის მეორე შემთხვევა სქართველოში
• ბელარუსში კორონავირუსი ბაქოდან ჩასულ ირანელ სტუდენტს აღმოუჩინეს
• როგორ არ დავავადდეთ კორონავირუსით