აზერბაიჯანში დანაშაულების აბსოლუტურ უმრავლესობას მამაკაცები სჩადიან
სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანში 2017 წელს დანაშაულის ჩამდენი 16750 ადამიანიდან ქალი მხოლოდ 5,7% (963 ადამიანი)-ია.
როგორც Trend იუწყება, გასულ წელს ქალებს ყველაზე ხშირად ჯანმრთელობისთვის მსუბუქი ზიანის განზრახ მიყენება ედებოდათ ბრალად ( 22,8%). „პოპულარობის“ მიხედვით, მეორე ადგილზეა ქურდობა (12,1%).
რაც შეეხება მძიმე დანაშაულებს, 12 მკვლელიდან მხოლოდ 1-ია ქალი (162 გნზრახ მკვლელობიდან – 13)
აზერბაიჯანში ქალებისთვის მხოლოდ ერთი ციხეა – № 4 კოლონია. ის დედაქალაქში მდებარეობს და მთელი ქვეყნიდან მსჯავრდებულები აქ იყრიან თავს. ამის გამო, კოლონია ყოველთვის გადავსებულია. თანაც, როგორც უფლებადამცავი ზალიჰა ტაგიროვა ამბობს, აზერბაიჯანში ციხემდე დამნაშავე ქალთა მხოლოდ მეოთხედი აღწევს, დანარჩენებს კი ალტერნატიულ სასჯელს უსჯიან – პირობით ვადას, ჯარიმას, ან საზოგადოებრივ გამოსასწორებელ სამუშაოებს.