აზერბაიჯანმა რუსი მწერალი ლიმონოვი "შავ სიაში" შეიყვანა
ფოტო ლიმონოვის ბლოგიდან livejpurnal-ის ყდაზე
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სკანდალურად ცნობილი რუსი მწერალი და პოლიტიკოსი ედუარდ ლიმონოვი არასასურველ პირთა “შავ სიაში” შეიყვანა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ჰიკმეტ გაჯიევმა სააგენტო “ინერფაქს-აზერბაიჯანს” აცნობა.
“ლიმონოვის საკითხი განხილულია. მის მიერ აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ ჩასვლა დადასტურდა. მისი სახელი “აზერბაიჯანში ნონ გრატა პერსონებს” შორისაა. მას შეუძლია თავისი გვარი განახლებულ სიაში იხილოს”, – განაცხადა გაჯიევმა.
2013 წლის აგვისტოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ნონ გრატა პერსონების 330 კაცისგან შემდგარი სია, რომელშიც არიან პარლამენტების დეპუტატები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სტუდენტები, მხატვრები, მსახიობები და სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.
ლიმონოვი მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირების გარეშე, 2017 წლის ივნისის დასაწყისში იმყოფებოდა. ვიზიტის შედეგად მან რუსულ ვებგვერდ “თავისუფალ პრესაზე” გამოაქვეყნა სტსტიების სერია – სათაურით “ყარაბაღული ჩანაწერები”, სადაც სხვა დანარჩენთან ერთად თავს უფლება მისცა მკვეთრი განცხადებები გაეკეთებინა აზერბაიჯანის წინააღმდეგ.
“ჩვენ – რუსეთი საერთოდ მოკრძალებული ქვეყანა ვართ. იმის ნაცვლად, რომ აზერბაიჯანს შევუძახოთ: “მიბრძანდით აქედან! აქედან მიბრძანდით, აი ჩვენ ამ მიწას დამოუკიდებელ ყარაბაღს ვჩუქნით, ეს ხომ მათი მიწაა!”, – ლაჩრებივით ვდუმვართ”, – წერს ლიმონოვი.
რუსი პოლიტიკური მოღვაწის აზრით, ყარაბაღის აღიარებით რუსეთი ” უკეთ იცხოვრებს, ხეირს ნახავს და ირანში პირდაპირ ივლის” .
ედუარდ ლიმონოვი. მწერალი, რუსი პოლიტიკური მოღვაწე. ცხოვრობდა აშშ-სა და საფრანგეთში. იბეჭდებოდა გაზეთებში “სოვეტსკაია როსია”, “იზვესტია”, “ნოვი ვზგლიად”. არის გაზეთ “ლიმონკას” დამაარსებელი და პირველი რედატორი. 1993 წელს დააარსა ამჟამად აკრძალული ნაციონალურ-ბოლშევიკური პარტია.