აზერბაიჯანს და ბელარუსს საერთო სამხედრო გეგმები აქვთ
აზებაიჯანმა და ბელარუსმა სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითრების თაობაზე მოილაპარაკეს. ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის, გენერლ-პოლკოვნიკ ზაკირ გასანოვის ბელარუსში ვიზიტის შედეგად მიიღეს.
9 ოქტომბერს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი მიიღო. მან ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობის ძმურ ხასიათს გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ ბელარუსის მხარე დიდი პატივისცემით არის აზერბაიჯანელების მიმართ განწყობილი, ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტი რთულ დროს ყოველთვის მხარში ედგა ბელარუსის სახელმწიფოს.
„ჩვენ ეს ძალიან კარგად გვახსოვს და მზად ვართ – თუკი აზერბაიჯანისთვის რაიმეს გაკეთება შეგვიძლია – ის გავაკეთოთ, რომ თქვენი ხალხი უსაფრთხოდ ცხოვრობდეს და სახელმწიფო ვითრდებოდეს“, – გადმოსცემს ბელარუსის მეთურის სიტყვებს სააგენტო BELTA.
ლუკაშენკომ დასძინა, რომ ბელარუსი და აზერბაიჯანი თანამშრომლობას გააგრძელებენ, მათ შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროშიც.
“არ მინდა არავის წინაშე თავის მართლება, თუ რა ხასიათს ატარებს ჩვენი თანამშრომლობა. მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ურთიერთობა არანაირად არ არღვევს არც ერთ საერთაშორისო შეთანხმებას და არც გაეროს უშიშროების საბჭოს არც ერთ რეზოლუციას. ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ვართ და უფლება გვაქვს, განვსაზღვროთ თანამშრომლობის ის მიმართულებები, რაც დროისა და ჩვენი ქვეყნების მოთხოვნას შეესაბამება“, – თქვა ლუკაშენკომ.
ბელარუსის მეთურმა აღნიშნა, რომ მინსკი მზადაა, დაეხმაროს აზერბაიჯანს, რათა აზერბაიჯანმა თავი მშვიდად იგრძნოს – „ამიტომ, ჩვენ თქვენთან ერთად ამ კუთხით ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობას“, – დასძინა მან.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის კარგი პროექტები არსებობს. მან ასევე თქვა, რომ ეს ყველაფერი საერთაშორისო კანონებს არ ეწინააღმდეგება.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის აღჭურვილობა, რომელიც ჩვენ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ხაზით მივიღეთ, მაღალი ხარისხისაა და წარმატებით გამოიყენება აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში”, – თქვა მან.
ეს, გასანოვის აზრით, საშუალებას იძლევა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მომვალშიც გაგრძელდეს და გაფართოვდეს კიდეც.
ადრე აზერბაიჯანისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა 2018 წლისთვის ორმხრივ თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. მინისტრებმა აზრთა ფართო გაცვლა-გამოცვლა მოაწყვეს საერთაშორისო და რეგინული უსაფრთხოების პრობლემებთან, სამხედრო ექსპერტების ორმხრივი ვიზიტების ორგანიზებასა და ასევე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც საერთო ინტერესებს წარმოადგენს, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
- ბელარუსისა და აზერბაიჯანის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება. მაგალითად, 2005 წელს ბელარუსმა აზერბაიჯანს 60 ტანკი, Т72, Т72М, და სხვა სამხედრო ტექნიკა მიჰყიდა.
- ამ წლის დასწყისში ბელარუსმა აზერბაიჯანს რუსეთის მოქალაქე, ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი გადასცა.