აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ტარდება
აზერბაიჯანის ჩრდილოეთით, ქალაქ გაბალაში კლასიკური მუსიკის X საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი 8 აგვისტომდე გაგრძელდება და მასში აზერბაიჯანელი, და ასევე, საქართველოდან, რუსეთიდან, ისრაელიდან, აშშ-დან, შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, კუბიდან, უნგრეთიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან და იტალიიდან ჩასული ორკესტრები, მუსიკოსები და ვოკალისტები მიიღებენ მონაწილეობას.
მაგალითად ეს არის უზეირ გაჯიბეილის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, იერუსალიმის სიმფონიური ორკესტრი, ინსტრუმენტული ჯგუფი „Jovenes Clasicos del Son“ კუბიდან, ქართული ორკესტრი „Tbilisi Big Band“, უნგრული ჯგუფი „Gypsy Band“, ესპანელი დირიჟორი და კომპოზიტორი სალვადორ ბროტონსი, ავსტრალიელი ალტისტი ქალი ნორა რომანოვა-შვარცბერგი და სხვები. კონცერტები ორ სივრცეში ტარდება – კონგრეს-ცენტრში და ღია ცის ქვეშ.
გაბალის ფესტივალი ყოველწლიურად ივლის-აგვისტოში ტარდება, ფესტივალის ორგანიზატორია – ჰეიდარ ალიევის ფონდი, კულტური სამინისტროსა და „Gilan Holding“ კონცერტის მხარდაჭერით.
გაბალა – თავისი მშვენიერი ბუნებით (ტყე, მთები, ჩანჩქერები), ისტორიული ძეგლების სიუხვითა, და სახელმწიფო ინევსტიციების წყალობით აზერბაიჯანის საკურორტო რეგიონია. უკვე დაახლოებით 10 წელიწადია, აქ ახალი სასტუმროები, გასართობი ცენტრები და ტურისტული კომპლექსები შენდება. ასევე იქ ხშირად ტარდება სხვადასხვა ფესტივალი და კონცერტები – კლასიკური მუსიკის ფესტივალის გარდა, ეს არის მაგალითად იუმორისა და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „მხიარულად“. გაბალას მთავარი ღირსშესანიშნაობა ქალაქიდან 15 კილომეტრშია – უძველესი ქალაქის კაბალაკის ნანგრევები, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო კავკასიის ალბანეთის დედაქალაქი.