აზერბაიჯანელმა მოჭდრაკემ მსოფლიოს თასი მოიგო
აზერბაიჯანელმა მოჭადრაკემ ტეიმურ რაჯაბოვმა მსოფლიოს თასი მოიგო.
რაჯაბოვმა ანგარიშით 6:4 დაამარცხა თავისი ჩინელი მეტოქე დინგ ლიერნი (მსოფლიოს სიძლიერით მეორე მოჭადრაკე) და გამარჯვებულის ტიტული და $110 000 ოდენობის პრიზი დაიმსახურა.
• გოგონები ფეხბურთს თამაშობენ: რატომ არის ეს თამაშზე უფრო მეტი? ვიდეო ბაქოდან
ტეიმურ რაჯაბოვი – 32 წლის დიდოსტატი, აზერბაიჯანის ნაკრების ევროპის გუნდური ჩემპიონატის სამგზის ჩემპიონია.
ის 14 წლის ასაკში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის საუკეთესო მოჭადრაკეების ტოპ-100-ეულში მოხვდა, და ამ რეიტინგში 93-ე ადგილი დაიკავა.
ჭადრაკის მსოფლიო თასის გათამაშება ქალაქ ხანტი- მანსიისკში (რუსეთი) ტარდებოდა. მისი ფინალისტები მიიღებენ მსოფლიო პირველობის ტურნირების ციკლის ეტაპის საგზურებს, სადაც მსოფლიოს ჩემპიონის მეტოქის ვინაობა გაირკვევა.