მოსალოდნელია რეზოლუციების მიღება, რომელთაგან ერთ-ერთი ყარაბაღის კონფლიქტის ფორმულირება იქნება" />

სომხეთში ფრანკოფონიის სამიტზე 80-ზე მეტი სახელმწიფოს დელეგაცია ჩავიდა

მოსალოდნელია რეზოლუციების მიღება, რომელთაგან ერთ-ერთი ყარაბაღის კონფლიქტის ფორმულირება იქნება

ერევანში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის 17-ე სამიტი დაიწყო. ის ორ დღეს გაგრძელდა. სამიტი მიმდინარეობს დევიზით „ერთად ცხოვრება“ და შემდეგ პრინციპებს ამყარებს: სოლიდარობის პატივისცემა, ჰუმანიტარული ფასეულობები და მრავალფეროვნება როგორც  რეგიონში მშვიდობისა და ფრანკოფონიის განვითარების საფუძველი.

ფრანკოფონიის 17-ე სამიტის ლოგოტიპად შერჩეულია სომხეთის ერთ-ერთი სიმბოლო – ბროწეული. როგორც მონაწილეებს განუმარტეს, ის ამ კონტექსტში ფრანკოფონიის მთელს სივრცეში მშვიდობისა და აყვავების სიმბოლოს წარმოადგენს.

ვინ მონაწილეობს სამიტში

სამიტის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე  სტუმრებს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი მიკაელ ჟანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე ანა აკოპიანი ხვდებოდნენ.

სამიტში მონაწილეობის მისაღებად სომხეთის დედაქალაქში 80 ქვეყანაზე მეტმა დელეგაციამ მოიყარა თავი, რომელთაგან 38 პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის დონეზეა წარმოდგენილი.

კერძოდ, სამიტში მონაწილეობენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო.

სამიტი სომხეთში ფრანკოფონიის კვირის მთავარ მოვლენად იქცევა. ის 7 ოქტომბერს დაიწყო და შეიძლება დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში ყველაზე მასობრივ მოვლენად იქცეს.

რა თქვა ნიკოლ ფაშინიანმა

მისასალმებელი სიტყვის დასაწყისშივე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მსოფლიოში ცნობილი შანსონიე შარლ აზნავური გაიხსენა. მუსიკოსი სამიტში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში ჩასვლას გეგმავდა. ფაშინიანმა მწუხარება გამოთქვა მისი გარდაცვალების გამო:

 „დიდი პიროვნება, ფრანგული ენის ელჩი. 100 პროცენტით სომეხი, მაგრამ იმავდროულად 100 პროცენტით ფრანგი, როგორც თავად უყვარდა თქმა, ჩვენთან ერთად ყოფნა უნდოდა“.

თავისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ფაშინიანმა იმ გამოწვევებს დაუთმო, რაც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას; კერძოდ – უსაფრთხოების პრობლემას. ის ყარაბაღის კონფლიქტის თემას შეეხო და განაცხადა, რომ სომხეთი საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პრინციპს ემხრობა. ფაშინიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობას უნდა იღებდეს:

 „დარწმუნებულები ვართ, რომ მთიან ყარაბაღს მოლაპარაკებების პროცესში გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს. და მთიანი ყარაბაღის საკითხი ყარაბაღის ხალხის ნების სამართლებრივი ძალის მქონე გამოხატვის საფუძველზე უნდა გადაწყდეს“.

რა თქვა ემანუელ მაკრონმა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე შარლ აზნავური გაიხსენა:

 „შარლს ბოლოს შევხვდი. ის ტოკიოში გამგზავრებაზე ლაპარაკობდა, და შემდეგ სომხეთში ჩამოსვლას სულმოუთქმელად ელოდებოდა. ეს მის საყვარელ სომხეთთან კიდევ ერთი შეხვედრა იქნებოდა. აზნავური იმ ყველაფრის სიმბოლოს წარმოადგენს, რაც ჩვენ გვაერთიანებს.

დევნილის ვაჟი, რომელსაც არაფერი გააჩნდა – არც კავშირები და არც პროტექცია. სომხური მისი მშობლიური ენა იყო, მეორე ქართული იყო. დღეს კი არც ერთი ფრანგი არ არსებობს, რომელიც აზნავურს დიდი ფრანგი პოეტების გვერდით არ მოიხსენიებს“.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტის ჩატარება სომხეთისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, თავად სომხეთი კი ფრანკოფონიის ორგანიზებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს:

 „ათასობით სომეხი ამყარებდა საფრანგეთს და იცავდა, როგორ საკუთარ სამშობლოს. საფრანგეთი სომხეთს ასევე სიყვარულით პასუხობს. საკმარისია „სომხეთი“ წარმოთქვა, და ადამიანებს პარიზში, ლონდონში, მარსელსა და ათობით სხვა ქალაქში ყველაზე ნათელი გრძნობები აღეძრებათ. საფრანგეთისთვის სომხეთი – არამხოლოდ მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ისტორიაა. ეს არის კიდევ ათასობით სომეხი, ვინც თავისი ხალხის უდიდესი ტრაგედიის შემდეგ ჩამოვიდა. მათ საფრანგეთს მრავალი მსახიობი, მეცნიერი და სპორტსმენი აჩუქეს“.

რა არის ფრანკოფონიის სამიტი

ფრანკოფონია – მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ფრანგულენოვან ქვეყნებს აერთიანებს. ამჟამად ორგანიზაციაში 58 წევრია. ორგანიზაციაში გაწევრიანებისას ითვალისწინებენ არა ქვეყნის მოქალაქეების მიერ ფრანგული ენის ცოდნის ხარისხს, არამედ საფრანგეთთან კულტურული კავშირებისა და თანამშრომლობის დონეს.

სამიტის განმავლობაში იქნება სტუმრების გამოსვლებიც და წევრი-ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობაც.

სამიტის ფარგლებში რამდენიმე დოკუმენტს მიიღებენ – მათ შორის მთავარია ერევნის დეკლარაცია „ერთად ცხოვრება“, ასევე – 6 რეზოლუციას, რომელთაგან ერთ-ერთი კონფლიქტების, მათ შორის ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას ეხება.

 

Facebook Comments

პოპულარული

ასევე წაიკითხეთ