ჯემნიუსის სტატიამ მუსლიმ-მესხებზე სახალხო დამცველის პრიზი მიიღო
ჯემნიუსის სტატიამ “მუსლიმი მესხები – რთული გზა სამშობლოში დასაბრუნებლად” სახალხო დამცველის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“ პირველი ადგილი დაიკავა.
სტატიის ავტორია “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტი ნინო ნარიმანიშვილი.
სტატია 1944 წლის ნოემბერში სტალინის განკარგულებით სამხრეთ საქართველოდან – მესხეთიდან გადასახლებული 120 ათას მუსლიმი მესხის ისტორიასა და მათი შთამომავლების საქართველოში დაბრუნების პროცესს ეხება.
მეორე ადგილი “ლიბერალის” ჟურნალისტის ზურა ვარდიაშვილის სტატიამ – “რას გვასწავლის დედა ისტორია” დაიკავა.
მესამეზე კი, “სამხრეთის კარიბჭის” მასალა “სათავსოებად ქცეული სალოცავები” გავიდა.
კონკურსის შედეგები დღეს, 17 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოცხადდა.