ობამას 100 დღე. რას აკეთებს ის, როცა ქვეყანას არ მართავს
100 დღე გავიდა, რაც ბარაკ ობამა პრეზიდენტი აღარ არის. ამ ხნის განმავლობაში მან მიშელ ობამასთან ერთად შვებულება გაატარა ფრანგული პოლინეზიის კუნძილებზე. იახტაზე მზეს ეფიცხებოდა, კაიტსერფინგობდა და ჰოლივუდის ვარსკვლავთან ტომ ჰენკსთან და მილიარდერ რიჩარდ ბრენსონთან ერთობოდა:
გარდა ამისა, ქალიშვილთან ერთად ბროდვეიზე სპექტაკლს დაესწრო:
და საყიდლებზეც დადიოდა:
თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ პირველი საჯარო გამოსვლა მას 24 აპრილს ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჰქონდა. მას არცერთხელ არ უხსენებია სიტყვა “ტრამპი” და თქვა, რომ ამერიკის მთავარი პრობლემა ახალგაზრდა ლიდერების ნაკლებობაა.
55 წლის ობამა ცოტას საუბრობს სამომავლო გეგმებზე. ცნობილია, რომ მისი ოჯახი საცხოვრებლად ვაშინგტონში რჩება. უახლოეს მომავალში მას რამდენიმე საჯარო გამოსვლა აქვს დაგეგმილი, ხოლო შემდეგ, როგორც ყველა ნამდვილი პრეზიდენტი, ბარაკ ჰუსეინ ობამაც მემუარების წერას აპირებს.