აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები ჟურნალისტებს ურჩევენ, არ მოახდინონ სუიციდის რომანტიზება
აზერბაიჯანში თვითმკვლელობების აღკვეთის გეგმას შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაეროსთან ერთად ამზადებს. ქვეყანაში პირველად აპირებენ, რომ სუიციდს სახელმწიფოებრივ დონეზე შეებრძოლონ.
• როგორ იქცევიან თვითმკვლელებად აზერბაიჯანში
• ცხოვრება გაუპატიურების შემდეგ. ქართველი სალომე ზანდუკელის ცხოვრება
რამდენად სერიოზულია პრობლემა?
მსოფლიოს „თვითმკვლელობების რეიტინგში“ აზერბაიჯანს ერთ-ერთი ბოლო ადგილი უკავია. აქ სუიციდები შედარებით იშვიათობაა, ყოველ შემთხვევაში, ასე ირწმუნება ოფიციალური სტატისტიკა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. სტატისტიკა ღია წყაროებით არ ქვეყნდება, უცნობია მისი მეთოდოლოგია და სანდოობის ხარისხი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წინა წლებთან შედარებით, აზერბაიჯანში 100 ათას სულ მოსახლეზე თვითმკვლელობების რაოდენობამ დაახლოებით ერთნახევარჯერ იმატა – 1,7-დან 2,7-მდე 2012 -დან 2016 წლამდე.
ეს მატება, დროის მიხედვით, მანათის კურსის მკვეთრ ვარდნას და სოციალური ვითარების გაუარესებას ემთხვევა. გარდა ამისა, ბოლო წლებში მოხდა რამდენიმე გახმაურებული თვითმკვლელობა, რომლებიც საზოგადოებისა და პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა.
• რატომ გარდაიცვალა ელინა გაჯიევა, და ვინ აგო ამისთვის პასუხი
რომანტიზების გარეშე და საერთო ძალისხმევით
შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მრგვალი მაგიდის დროს, რომელიც გეგმის მომზადებას მიეძღვნა, ჟურნალისტებს სთხოვა რომ სუიციდების აღწერა მეტისმეტად ნუ „გაიტაცებდათ“, და თვითმკვლელების რომანტიზებას და გმირებად შერაცხვას ნუ მოახდენდნენ.
სამინისტროს წარმომადგენელი ასევე მიიჩნევს, რომ თვითმკვლელობის აღსაკვეთად ყველა სექტორის ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს: განათლებით დაწყებული, იუსტიციამდე, პოლიტიკისა და სოფლის მეურნეობის ჩათვლით. თუ კერძოდ, როგორ უნდა მოხდეს ეს, ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს. სავარაუდოა, ცხელი ხაზების, ახალგაზრდობის მხარდამჭერი, რისკის ჯგუფებისადმი მიმართული და საზოგადოების განვითარების პროგრამების შექმნა.