იუბილესთან დაკავშირებით ცენტრალურმა ბანკმა მესამე თაობის ახალი კუპიურები შემოიტანა " />

სომხურ დრამს 25 წელი შეუსრულდა

იუბილესთან დაკავშირებით ცენტრალურმა ბანკმა მესამე თაობის ახალი კუპიურები შემოიტანა

სომხეთში ეროვნული ვალუტის 25 წლისთავს აღნიშნავენ. და ქვეყნის ცენტრალური ბანკი და ექსპერტები თანხმდებიან იმ აზრზე, რომ ამ წლების განმავლობაში დრამმა მყარი ვალუტის რეკომენდაცია დაიმკვიდრა.

როგორ გახდა დრამი სომხეთის ეროვნული ვალუტა

დრამი სომხეთის ეროვნული ვალუტა 1993 წლის 22 ნოემბერს გახდა. პარალელურად მიმდინარეობდა ფინანსური სისტემისა და საბანკო სტრუქტურის ჩამოყალიბება. სომხეთმა საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ 1991 წელს განაცხადა, მაგრამ 1993 წლამდე რუბლის ზონაში რჩებოდა. ქვეყანაში ეროვნული ვალუტის შემოღების მიზანშეწონილობის თაობაზე დაობდნენ.

სომხური ბანკნოტები და მონეტები საზღვარგარეთ იბეჭდება და იჭედება.

სომხეთი ეკონომიკურად მეტნაკლებად თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა

ახალი კუპიურები იუბილესთვის

იუბილესთან დაკავშირებით სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა ბრუნვაში „მესამე თაობის“ ახალი კუპიურები შემოიტანა.

  • 1000-დრამიანი პოეტ პარუირ სევაკის გამოსახულებით;
  • 2000-დრამიანი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონის ტიგრან პეტროსიანის გამოსახულებით;
  • 5000-დრამიანი მწერალ უილიამ საროიანის გამოსახულებით;
  • 10000-დრამიანი კომპოზიტორ კომიტასის გამოსახულებით;
  • 20000-დრამიანი მხატვარ ივან (ოვანეს) აივაზოვსკის გამოსახულებით;
  • 50000-დრამიანი სრულიად სომხეთის პირველი კათოლიკოსის გრიგორ ლუსავორიჩის (გრიგორი განმანათლებლის) გამოსახულებით.

ცენტრალური ბანკის მტკიცებით, ახალი კუპიურები წინაზე უფრო ხარისხიანია, და უკეთ არის დაცული. ბანკნოტები ნაწილობრივ  ქაღალდისგან, და ნაწილობრივ პოლიმერისგან (პლასტმასი) შედგება.

რა გზა გაიარა სომხურმა დრამმა

ამ 25 წლის განმავლობაში სომხურმა დრამმა თავი მყარ ვალუტად გამოავლინა. მას სერიოზული რყევები ჰქონდა, თუმცა ამას არასდროს ეკონომიკური კოლაფსი არ მოჰყოლია. ამ დასკვნამდე მიდიან როგორც ყოფილი და ახლანდელი თანამდებობის პირები, ისე დამოუკიდებელი ექსპერტები. სომხეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი არტურ ჯავადიანი მიიჩნევს, რომ  დრამისადმი მოსახლეობის ნდობა იზრდება:

 „ამ წლების განმავლობაში სომხური დრამი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი სტაბილური ვალუტა გახდა. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც რთულ პირობებში სიმტკიცე გამოიჩინეს და ეროვნული ვალუტა შემოიღეს. ნუ დაგვავიწყდება ჩვენი მოქალაქეებიც, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში ენდობოდნენ და ენდობიან სომხეთის ეროვნულ ვალუტას. რესპუბლიკაში  სომხური დრამით შეტანილი დეპოზიტების წილი თანდათან მატულობს.

მას ადამინური განვითარების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტი აშოტ ხურშუდიანიც ეთანხმება. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ 25 წლის წინათ უმნიშვნელოვანესი ფულადი რეფორმა გატარდა, და იმის შემდეგ სომხეთს თავისი ეროვნული ვალუტა არ შეუცვლია – პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით:

 „ჩვენ ვალუტა მხოლოდ ერთხელ შევცვალეთ და დრამი შემოვიღეთ, და დრამის ერთგულები დავრჩით, ის კი – ჩვენი. დრამი სტაბილური ვალუტა იყო; იმ დროს, როდესაც ამ ხნის განმავლობაში სამი ფინანსური რყევა მოხდა – ეს არის 1998 წლის დეფოლტი რუსეთში, ასევე 2008 და 2015 წლების ფინანსური კრიზისები“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ