აქციის მიზანია, ნაგვის გატანაზე პასუხისმგებელ პირებს. თავიანთი ვალდებულებების შესრულება აიძულონ და მიახვედრონ, რომ „ნაგავი ტურიზმის განვითარებას ხელს არ უწყობს“ " />

სომხეთში გიდები შაბათობებს აწყობენ, რათა ტურისტებმა დაბინძურებული ღირსშესანიშნაობები არ ნახონ

აქციის მიზანია, ნაგვის გატანაზე პასუხისმგებელ პირებს. თავიანთი ვალდებულებების შესრულება აიძულონ და მიახვედრონ, რომ „ნაგავი ტურიზმის განვითარებას ხელს არ უწყობს“

სომხეთის ყველაზე უფრო მონახულებადი ღირსშესანიშნაობების ტერიტორიებზე მეორე შაბათობა ჩატარდა. აქციებს „სომხეთის პროფესიონალი გიდების ასოციაციის“ წევრები აწყობენ. პირველი შაბათობის დროს მათ 210 ტომარა ნაგავი შეაგროვეს – სამი სატვირთო მანქანა. მეორე შაბათობის დროს 60 ტომარა ნაგავი შეგროვდა – უბრალოდ, მეტი ვერ მოხერხდა ძლიერი ქარის გამო, რომელიც სამუშაოს შესრულებას ხელს უშლიდა.

ინიციატივის ავტორები სომხეთში ტურიზმის განვითარებისთვის ხელის შეწყობას აპირებენ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ ტურიზმი ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა, ამ თვალსაზრისით მიზანმიმართული მუშაობა არ მიმდინარეობს.

ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის განვითარებისადმი კონცეპტუალური მიდგომის შესახებ ლაპარაკის დაწყებამდე, გიდები მარტივი საკითხებით იწყებენ. მათთვის აშკარაა, რომ ნაგვის გროვები ტურიზმის განვითარებას ხელს ვერანაირად ვერ შეუწყობს.

„წარმოიდგინეთ – ეს თქვენი სამუშაო ადგილია, თქვენი ოფისი. სომხეთი – ჩვენი ოფისია, ჩვენ ოლქებსა და სოფლებში ვმუშაობთ და წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სამსახურში მუდამ ნაგვის გროვა იდგეს“, – ამბობს გიდი ანაიტ ავაკიანი.

„ცხადია, მთელი ქვეყნის დასუფთავებას ჩვენ ვერ შევძლებთ. გადავწყვიტეთ, თხოვნით მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ნაგვის გროვებს ამჩნევენ, რათა მათ ამ  ადგილებს ფოტოები და ვიდეოები გადაუღონ, თარიღი, დრო მიუთითონ და გამოგვიგზავნონ. ჩვენ კი ამ სურათებს სათანადო ორგანოებს გადავუგზავნით“, – ამბობს გიდი კატარ ტასკალიანი.

გიდების აზრით, ამგვარი ვითარება ადამიანების სიბინძურის ბრალიცაა, და ნაგვის გატანაზე პასუხისმგებელი ორგანოების არათანმიმდევრული მუშაობისაც. ისინი ჯარიმების შემოღებას გვთავაზობენ – გადაყრი ნაგავს არასათანადო ადგილას – გადაიხადე: „ჯიბეზე დარტყმა ეფექტური მეთოდია, ასე ადამიანები ჯერ დაფიქრდებიან ხოლმე, ვიდრე ნაგავს იქ გადაყრიდნენ, სადაც მოუწევთ“.

„სომხეთის პროფესიონალი გიდების ასოციაციის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ ტურისტული კომპანიები, თავის მხრივ, მათ მოთხოვნებს უნდა შეუერთდნენ და ღირსშესანიშნაობების ტერიტორიებსა და არამხოლოდ იქ სისუფთავის შესანარჩუნებლად იბრძოლონ.

კატარ ტასკალიანი ჰყვება, რომ ახლახან ბელგიიდან ტურისტების ჯგუფი ჩამოვიდა და ერთ-ერთმა ტურისტმა მას უთხრა: „თუკი სომხეთის შესახებ შთაბეჭდილებებზე მკითხავენ, ვეტყვი, რომ ეს შესანიშნავი, უძველესი კულტურის ქვეყანაა, რითაც ხალხი ამაყობს, თუმცა ამავდროულად საკუთარ ქვეყანას, ბუნებას პატივს არ სცემენ, რადგან ყველგან ნაგავია მიმოფანტული“.

„ასეთ მომენტებში მე, როგორც გიდს, ძალიან მრცხვენია, რადგან მოცემულ სიტუაციაში ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ“, – ამბობს კატარი.


ასევე წაიკითხეთ