ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს „სიძულვილის გამომხატველი გამონათქვამების გავრცელებისთვის“ პატიმრობის შემოღება სურს" />

სომეხი ჟურნალისტები ხელისუფლებას თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ

ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს „სიძულვილის გამომხატველი გამონათქვამების გავრცელებისთვის“ პატიმრობის შემოღება სურს

სომხეთის ჟურნალისტური ორგანიზაციები სომხეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილებით შეშფოთებულები არიან. განსახილველი კანონპროექტის თანახმად, „სიძულვილის გამომხატველი გამონათქვამების გავრცელებისთვის“ მოქალაქეები სისხლის სამართლის დევნას და რეალურ პატიმრობას დაექვემდებარებიან. ეს, პირველ რიგში, ჟურნალისტებს ემუქრებათ.

იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინეს უნგრელმა ოლიგარქებმა ეროვნული მედიის მონოპოლიზება

რუსული Facebook-ტროლები და ყალბი მედიაქსელები. როგორ ებრძვის ხელისუფლება მომიტინგეებს

რით არის შეშფოთებული ჟურნალისტური საზოგადოება

6 ჟურნალისტური ორგანიზაცია გამოვიდა განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა, შესაძლოა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვიოს.

კერძოდ, იუსტიციის სამინისტრო სთავაზობს, რომ ძალადობისკენ საჯარო მოწოდებისა და ძალადობის საჯაროდ გამართლებისთვის, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, შემოღებულ იქნას სისხლის სამართლის სასჯელი.

მედიის წარმომადგენლებს, პირველ რიგში, ის ფაქტი აღელვებთ, რომ კანონპროექტში არ არსებობს ცნების „სიძულვილის გამომხატველი გამონათქვამი“-ს მკაფიო განსაზღვრება. ბუნდოვანია ისიც, თუ როგორ განიმარტება ცნება „ძალადობა“ სისხლის სამართლებრივ სიბრტყეში. ამავდროულად, ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდებებისა და ძალადობის გამართლებისა და პროპაგანდისთვის სისხლის სამართლის დევნა და პატიმრობით დასჯა მოიაზრება:

 „მიგვაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა, რომელიც თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, უფრო მკაფიო, გასაგები და ნათელი ფორმულირების მქონე უნდა იყოს, რათა სუბიექტური განმარტებები თავიდან იქნას აცილებული“.

კანონპროექტი არ გულისხმობს არც იმ მოტივებისა და გარემოებების გამოვლენას, რომელსაც, მაგალითად, „ძალადობის მოწოდების“ შემცველი პუბლიკაცია მოჰყვება. ეს კი ნიშნავს, რომ შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული არ იქნება.

 „ისეთი სიტუაცია ყალიბდება, როდესაც, მაგალითად, 2016 წლის ივლისში ჯგუფ „სასნა ცრერის“ [თარგმანში „სასუნელი შლეგები“, შეიარაღებულმა ჯგუფმა ერევანში დაიპყრო და ორი კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა პოლიციის საპატრულო-საგუშაგო სამსახურს -JAMnews] წევრებს , ამ კანონ-პროექტის თანახმად,შეეძლოთ მედიაში გაკეთებული მოწოდებებისთვის ჟურნალისტისთვის ან რედაქტორისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ. 

დაჯგუფება „სასნა ცრერის“ წევრების პრესკონფერენცია, 23.07.2016

პოლიციის პოლკის დაპყრობა. რა ხდებოდა 2016 წლის ივლისში ერევანში? და რატომ დანებდა „სასუნელი შლეგების“ ჯგუფი?

როგორ გაჩნდა კანონპროექტი

კანონპროექტი სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ შეიმუშავეს, და ის დიდწილად საზოგადოებრივი მოთხოვნის პასუხად იქცა, – მიაჩნია ერევნის პრეს-კლუბის ხელმძღვანელს ბორის ნავასარდიანს. ამავდროულად ის მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად შეიმუშავეს, რადგან მასში მკაფიო ფორმულირებები არ არის, რაც სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის:

„მისი მთავარი ნაკლი, როგორც სხვა მსგავს სიტუაციებში, არის ფორმულირებების ბუნდოვანება იმის თაობაზე, რაც, სამართლებრივი თვალსაზრისით, შეიძლება „სიძულვილის გამომხატველ გამონათქვამად“ გაინიხილებოდეს. და ამ მხრივ, თუკი ინიციატივა ახლანდელი რედაქციით იქნება მიღებული, ის სიტყვის თავისუფლებისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს“.

ბორის ნავასარდიანი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის შემუშავებაში მედია-სფეროს წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ:

 „სამინისტროს ჩემთვის ცნობილ პროფესიულ ორგანიზაციებთან კონსულტაციები არ ჰქონია, თუმცა ჩვენს პარტნიორებთან ერთად კომენტარები გამოვაქვეყნეთ, და ვიმედოვნებთ, რომ მათ ყურადღებით მოეკიდებიან“.


ასევე წაიკითხეთ