ზამთარი დასრულდა, ზაფხულამდე შორია. კონკრეტული რჩევები მათთვის, ვინც ეგვიპტეში დასვენებას აპირებს" />

რატომ უნდა დავისვენო ეგვიპტეში და როგორ არ შევცდე ტურის არჩევისას?

ზამთარი დასრულდა, ზაფხულამდე შორია. კონკრეტული რჩევები მათთვის, ვინც ეგვიპტეში დასვენებას აპირებს

შარმ ელ შეიჰი, Savoy Hotel. ფოტო: ინტერკო თრეველი

რატომ ეგვიპტე? რითი შეიძლება ამ ქვეყანამ მოგხიბლოს ქვიშის, ზღვის და პირამიდების გარდა?

JAMnews-ი ტურისტულ კომპანია “ინტერკო თრეველთან” ერთად ეცდება გაგარკვიოთ, რა უნდა ვიცოდეთ ეგვიპტეში მოგზაურობაზე, როგორ შევარჩიოთ ტური, ვიყიდოთ საგზური და ა.შ ?

__________________

საგზური რატომ ვიყიდო? თუ დამჭირდა ჩემით ვერ დავჯავშნი ბილეთებს და სასტუმროს?

საგზური ბევრად გაგიმარტივებთ ცხოვრებას.

ჯერ ერთი, ეს არის კომფორტი და დროის დაზოგვა. ლოჯისტიკას შენს მაგივრად სხვა რომ აგვარებს, ეს ნამდვილად ბევრ დროს და ენერგიას ზოგავს.

სანდოობა: პატიოსან და გამოცდილ ტურისტულ კომპანიებს ტურისტულ ლოკაციებზე თავიანთი პარტნიორები ჰყავთ, ამიტომ ნაკლები შანსია საგზურით ჩახვიდეთ ადგილზე და სასტუმროს მაგივრად უდაბნო დაგხვდეთ.

და რაც ყველაზე მთავარია – ფასი. თუ კეთილსინდისიერი ტურისტული კომპანია შეგხვდათ, აწყობილი სამოგზაურო პაკეტის შეძენა ტურისტულ სააგენტოში ბევრად უფრო იაფი დაგიჯდებათ. ისევ და ისევ იმის ხარჯზე, რომ სერიოზულ ტურისტულ სააგენტოებს ყოველთვის ჰყავთ პარტნიორი ავიაკომპანიები და სასტუმროები, რომლებიც მათ უფრო იაფ სერვისებს სთავაზობენ.

მოკლედ, გამოვნახე დრო, ფული და გადავწვიტე შევიძინო საგზური. და რატომ ეგვიპტე?

მოკლედ რომ გიპასუხოთ – ეგვიპტეში მოხვედრა ადვილია, იაფია და იქ დასვენება კომფორტულია.

ახლა უფრო ვრცლად. აქ ხუთ კონკრეტულ მიზეზს ჩამოგიწერთ, თუ რატომ არის ეგვიპტის საზღვაო კურორტები საინტერესო მიმართულება დასასვენებლად:

1) თბილისიდან ეგვიპტეში კვირაში ორჯერ რეგულარული ფრენები სრულდება. სამ საათში ადგილზე ხართ ყოველგვარი გადაჯდომისა და წვალების გარეშე.

2) ეგვიპტეში გარანტირებულად კარგი ამინდებია. ვინ თუ არა ქართველებმა ვიცით, თუ რა დიდი ბენეფიტია ეს. ყოველი დღე, რომელსაც ეგვიპტეში გაატარებთ, იქნება მზიანი.

3) ცალკე გამოსაყოფია წითელი ზღვის ბონუსები – პირველ რიგში კომფორტული, მშრალი კლიმატი, იოდით მდიდარი წყალი და ჰაერი. ასევე, აქ ერთ-ერთი საუკეთესო წყალქვეშა სამყაროა: რიფები, თევზები და ა.შ. ნამდვილი სამოთხეა დაივინგისთვის.

შარმ ელ შეიჰი, ეგვიპტე REUTERS/Goran Tomasevic

4) ეგვიპტის კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ ეს კურორტი ყველასთვისაა. აქ შეიძლება დაისვენო ნამდვილი შეიჰივით ლუქს კლასის სასტუმროში; და ასევე ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ბიუჯეტური, თუმცა დაუვიწყარი და მრავალფეროვანი შვებულება გაატარო საუკეთესო სასტუმროში მისაღები ფასებით და კარგი სერვისით. მოკლედ, ეგვიპტის საგზური შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს მოთხოვნებსაც და ბიუჯეტსაც.

5) და კიდევ ერთი – ეგვიპტე ეს არ არის მარტო ზღვა, ქვიშა და მზეზე კოტრიალი (თუმცა, მხოლოდ ესეც რომ იყოს, ვინ იტყოდა უარს ასეთ დასვენებაზე სუსხიანი ზამთრის მიწურულს). ეგვიპტე უნიკალური ისტორიული ღირსშესანიშნაობებია, ეგზოტიკური უდაბნოა და სრულიად განსხვავებული კულტურა.  ბევრი საინტერესო ლოკაცია ზღვის კურორტებიდან ძალიან ახლოსაა – სულ რამდენიმე საათის სავალზე.

დამარწმუნეთ, გადავწვიტე ეგვიპტეში წასვლა. ახლა რა ვქნა?

პირველ რიგში, მოძებნეთ სანდო და კეთილსინდისიერი ტურისტული სააგენტო და გაიგეთ რა სამოგზაურო პაკეტს გთავაზობთ იგი.

რაც შეეხება ბილეთებს – საქართველოდან ეგვიპტეში მოხვედრა პრობლემა არ არის. თბილისის აეროპორტიდან კვირაში ორჯერ რეგულარული რეისი დაფრინავს, რომელის სამ საათში პირდაპირ შარმ ელ შეიჰის აეროპორტში ჩაგიყვანთ. ზაფხულში კი, ამ მიმართულებას ჰურგადაც ემატება.

დაღლილი აქლემები პირამიდებთან ისვენებენ. ეგვიპტე. REUTERS/Peter Andrews

ზოგჯერ ტურისტულ სააგენტოში მისასვლელი დროც კი არ მაქვს. ონლაინ სერვისი არ არის?

კი, არის. შეგიძლიათ “ინტერკო თრეველის” ონლაინ პლატფორმით Goegypt.ge-ით ისარგებლოთ და ერთი ხელი დაჭერით, სახლიდან თუ სამსახურიდან გაუსვლელად შეიძინოთ ტური.

თუმცა, თუ დამატებითი რჩევები გჭირდებათ, მაგალითად დახმარება სასტუმროს შერჩევაში და ა.შ., მაშინ ტურისტული კომპანია „საგზური“ დაგეხმარებათ. აქვე გაგიფორმებენ განვადებასაც.

„ინტერკო თრეველი”  საქართველოში 1991 წლიდან მუშაობს და დღეს უკვე რამდენიმე ტურისტულ კომპანიას აერთიანებს: ტურისტული სააგენტო „საგზური“, ონლაინ პლატფორმა “Goegypt.ge”, ბილეთების სააგენტო „ ინტერავია“. ასევე „ინტერკო თრეველი“ ეგვიპტური ავიაკომპანიის „Air Cairo”-ს გაყიდვების გენერალური აგენტია საქართველოშია.

ვიზა მჭირდება?

შარმ ელ შეიჰში ვიზა არ გჭირდებათ (თუ შორეულ ექსკურსიებში წასვლას არ აპირებთ).შარმის აეროპორტშივე ჩაგირტყამენ ე.წ. სინაის ბეჭედს, რომელიც ქვეყნის მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას გაძლევთ და უფასოა.

რაც შეეხება ჰურგადას – აქ სრულფასოვანი ვიზაა საჭირო, თუმცა მასაც სრულიად უპრობლემოდ აიღებთ ჰურგადას აეროპორტში ჩაფრენისთანავე. ვიზის ღირებულებაა 25 დოლარია (ეს თანხა ტურისტული სააგენტოს მომსახურებაში არ შედის). ვიზა საშუალებას მოგცემთ ჰურგადადან ქვეყნის სამხრეთით იმოგზაუროთ და ისტორიული ღირსშესანიშნაობები დაათვალიეროთ.

სასტუმროს შერჩევისას რამე უნდა გავითვალისწინო?

ჰურგადა, ეგვიპტე REUTERS/გლებ გარანჩი

პირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეთ რა ტიპის დასვენება გინდათ – ხმაურიანი თუ მშვიდი?

ასევე მნიშვნელობა აქვს ვისთან ერთად მიდიხართ – ბავშვებთან? მეგობრებთან? ან იქნებ  წყვილი ხართ და რომანტიული დასვენება გინდათ?

არის სასტუმროები, რომელიც adult only სერვისს გვთავაზობენ ანუ მხოლოდ მოზრდილებისთვისაა და ბავშვიანად იქ არ შეგიშვებენ.

მშვიდი დასვენება თუ გინდათ ისეთ სასტუმროს ნუ შეარჩევთ, რომლის ტერიტორიაზე მუსიკის ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმის.

თუ ბავშვებთან ერთად აპირებთ დასვენებას, ეგვიპტე ამ მხრივ სამოთხეა. არჩევანი უზარმაზარია – ძალიან ბევრი სასტუმრო საბავშვო დასვენებაზეა ორიენტირებული  – საბავშვო აუზები, აკვაპარკი, მრავალფეროვანი გასართობი საბავშვო პროგრამა. ეს ყველაფერი სასტუმროს ღირებულებაში შედის. ბევრ სასტუმროში უფასოა ტკბილეული, წვენები და  ნაყინიც.

REUTERS/Gleb Garanich 

ამიტომ ჯობია ისეთი სასტუმრო შეარჩიოთ, სადაც ბავშვების დაუსრულებელი მოთხოვნებისთვის ცალკე ფულის დახარჯვა არ მოგიწევთ.

და რა ღირს ეგვიპტეში დასვენება?

ერთკვირიანი საგზურის ფასი ერთ ადამიანზე დაახლოებით 1200 ლარიდან (დაახლოებით 450 დოლარი) იწყება და  კატეგორიის მიხედვით იცვლება.

ფასები იცვლება სასტუმროების ხარისხის, ასევე ოთახის კატეგორიებისა და მომსახურებაში შემავალი სერვისების მიხედვით.

ეგვიპტის სასტუმროები ძირითადად All inclusive პრინციპით მუშაობს. All inclusive ნიშნავს ამას, რომ მომსახურებაში „ყველაფერი შედის“ – კვება, აკვაპარკი, აუზები, სანაპირო ზოლი, ცივი და ცხელი სასმელები, ალკოჰოლური სასმელები. ანუ იხდით სასტუმროს ფულს და შემდეგ ეს ყველაფერი უფასოდ გაქვთ.

გაითვალისწინეთ, რომ ფასში არ შედის ექსკურსიები ისტორიულ ადგილებში, სპორტული თუ საზღვაო ატქივობები, სპა-ცენტრების მომსახურება.

კიდევ ერთი რჩევა – რაც უფრო ადრე დაჯავშნით სასტუმროს, მით უფრო იაფია. თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ ადრეული ჯავშნის შემთხვევაში, პაკეტები არ იცვლება და მისი გაუქმების შემთხვევაში ჯარიმის გადახდა მოგიწევთ.

ჰურგადა თუ შარმ ელ შეიხი?

ეს ნამდვილად ჰამლეტისეული კითხვაა მათთვის, ვინც ეგვიპტეში დასვენება გადაწყვიტა.

მცდარია მოსაზრება, თითქოს შარმ ელ შეიხში უფრო ცხელა, ვიდრე ჰურგადაში. ორივე კურორტზე ტემპერატურა თითქმის თანაბარია, ამიტომ არჩევანის გაკეთებისას ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.

თუმცა, არსებობს ქარიანი ყურეები როგორც შარმ ელ შეიჰში, ისე ჰურგადაშიც, ამიტომ მნიშვნელოვანია ტურისტული სააგენტო კარგად იცნობდეს სანაპირო ზოლს და სწორი რჩევა მოგცეთ.

“ინტერკო თრეველის” რეკომენდაციაა ღამის ცხოვრების მოყვარულებმა შარმში დაისვენონ. ბარები და კლუბები ჰურგადაშიც არის, მაგრამ შარმ ელ შეიხში ღამის ცხოვრება ბევრად უფრო აქტიურია.

შარმ ელ შეიჰი, ეგვიპტე. REUTERS/Amr Abdallah Dalsh

ჰურგადა ჯობია თუკი ეგვიპტის სამხრეთი გაინტერესებთ. (ეგვიპტის სამხრეთშია თავმოყრილი ძველი ეგვიპტური კულტურის ძეგლები, მათ შორის ლუქსორი, კარნაკი, სამარხები მეფეთა ველზე, ედფუ, კომომბო, ასუანის კაშხალი და აბუ სიმბელი. ამ ყველაფრის ნახვა ნილოსის სამდინარო კრუიზში გამგზავრებით შეგიძლიათ).

ლუქსორი ჰურგადამდე 4 საათის სავალზეა. შეგიძლიათ  იმ საექსკურსიო ტურებით ისარგებლოთ, რომლებსაც სასტუმროები გთავაზობენ. ტურები ფასიანია.

როდის უნდა დავისვენო ეგვიპტეში? ზამთარ-ზაფხულ სეზონია?

კი, ეგვიპტის საზღვაო კურორტებზე სულ სეზონია, თუმცა ყველაზე იდეალური პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა.

ზაფხული ეგვიპტეში საკმაოდ  ცხელია, თუმცა წითელი ზღვის სანაპიროები მაინც სავსეა დამსვენებლით, რადგან ზღვის გრილი და უდაბნოს მშრალი ჰავა ერთმანეთს აბალანსებს და სასიამოვნო, არაშემაწუხებელ კლიმატს ქმნის. შესაბამისად, ზაფხულში უმჯობესია ზღვის კურორტებზე დაისვენოთ.

რჩევა: თუ ზაფხულში წახვალთ, ჯობია რომ მხოლოდ ზღვის კურორტებით შემოიფარგლოთ და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისგან თავი შეიკავოთ, რადგან ზღვას როგორც კი მოშორდებით, ძალიან ცხელა.

მდინარე ნილოსი, REUTERS/Asmaa Waguih 

ზამთარში ეგვიპტეში ჩასვლა საოცრებაა – ზამთრის სუსხიანი ამინდიდან პირდაპირ ხავერდოვანი, ზომიერად თბილი ჰავა რომ გელამუნება. ამ დროს სიცხე ზომიერია და მზეზე გარუჯვა სასიამოვნო პროცესია და არა – შემაწუხებელი.

ზამთარი ყველაზე კაი დროა ეგვიპტის ღირსშესანიშნაობების სანახავად. ტემპერატურა 23 გრადუსამდე მერყეობს.

შემოდგომა და გაზაფხული ყველაზე იდეალური პერიოდია ეგვიპტის საზღვაო კურორტებზე დასასვენებლად. ტემპერატურა საშუალოდ 25 გრადუსამდე მერყეობს.  ფასებიც ბევრად უფრო დემოკრატიულია, ვიდრე ზაფხულში.

ასე რომ, მოახლოებულ გაზაფხულზე  ეგვიპტეში დასვენება ყველა თვალსაზრისით ჭკვიანური გადაწყვეტილებაა – ძალების აღდგენა ზამთრის შემდეგ და რაც მთავარია, იაფი ფასები.

ყველაზე მთავარი კითხვა თანამედროვე ტურისტებისთვის – რამდენად უსაფრთხოა ეს მიმართულება?

მამაკაცი ახლადდაჭერილ თევზს წვავს, რომ კლიენტებს გაუმასპინძლდეს. ალექსანდრია, ეგვიპტე REUTERS/Amr Abdallah Dalsh

ეგვიპტე რომ უსაფრთხო მიმართულებაა, ამას პირველ რიგში ციფრები მოწმობს:

2018 წელს ეგვიპტემ 8,5 მილიონი ტურისტი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 55 პროცენტით მეტია. ეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებია.

იგივე ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბოლო წლების ტენდენციაა ეგვიპტეში ევროპელი ტურისტების საგრძნობი მომრავლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეგვიპტემ მოახერხა ამერიკელი და ევროპელი ტურისტებისთვის იმის დამტკიცება, რომ აქ მოგზაურობა უსაფრთხოა.

ასევე ტენდენციაა ისიც, რომ გაცილებით შემცირებულია ეგვიპტეში დამსვენებელი რუსი ტურისტების რაოდენობა. ამ ორ ქვეყანას 2016 წლის შემდეგ რთული პოლიტიკური ურთიერთობა აქვს,  შეწყვეტილია ორმხრივი ფრენებიც.

ეგვიპტეში დამსვენებელთა ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

1.გერმანია  2. ჩეხეთი 3. პოლონეთი 4. ბრიტანეთი 5. უკრაინა 6. ჰოლანდია 7. ავსტრია 8. ბელგია 9. სლოვაკეთი 10. ბელორუსი

ამ ჩამონათვალს მოსდევს იტალია, საფრანგეთი და შვეიცარია.

საქართველოდან ხშირად დადიან ეგვიპტეში?

არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც.

2018 წლის მონაცემებით, ასეთი მგზავრების რაოდენობა 12,234-ია. მათ სხვადასხვა ტურისტული კომპანიები ემსახურებათ.

კიდევ რა უნდა ვიცოდე ეგვიპტეში დასვენებაზე?

• ზამთარი თბილია, თუმცა საღამოობით გრილა და აუცილებლად დაგჭირდებათ თბილი სამოსი ( ჟაკეტი, თხელი ქურთუქი, შარფი).

• აკრძალულია სანაპიროდან მარჯნის ნატეხების, ნიჟარების და კენჭების შეგროვება და თან წამოღება. ასევე აკრძალულია სანაპიროზე თევზაობა.

• საღამოს 6 საათის მერე სანაპირო ზოლი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იკეტება. საღამოს ასევე აკრძალულია აუზით სარგებლობაც.

• ზამთარშიც კი, როცა ერთი შეხედვით მზე არც ისეთ მწველია, მზის სხივების მოქმედება საკმაოდ აქტიურია, ასე რომ არც იფიქროთ სანაპიროზე მზის დამცავი კრემის გარეშე წოლა, ქოლგის ქვეშაც კი.

და ბოლოს, ბონუსად „ინტერკო თრეველისგან“

ლუქსორი, ეგვიპტე REUTERS/Asmaa Waguih

ეგვიპტეში სანახავი ადგილების და გასაკეთებელი “საქმეების” ათეული, რომელსაც ეს კომპანია თავის ვებ-გვერდზე გვთავაზობს, ასე გამოიყურება:

1) გიზის პირამიდები და სფინქსი

2) ლუქსორი

3) ასუანი

4) სინას მთა

5) წითელი ზღვის კურორტები

6) სივას ოაზისი

7) ქრისტიანული და ისლამური კაირო

8) ალექსანდრია

9) კრუიზი ნილოსზე

10) დაივინგი ტისტლეგორმის ჩაძირული გემის მიდამოებში

უფრო ვრცლად ამ ადგილების და აქტივობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ


ასევე წაიკითხეთ