პოლონელმა არქეოლოგებმა ჭიათურაში პალეოლითის ხანის ნივთების “ციფრულ ორეულები” შექმნეს" />

გვიანი პალეოლითის ხანის ჭიათურაში ყოფილხართ? ეს უკვე შესაძლებელია

პოლონელმა არქეოლოგებმა ჭიათურაში პალეოლითის ხანის ნივთების “ციფრულ ორეულები” შექმნეს

წარმოიდგინეთ, ხართ ვარშავაში, გაიკეთებთ 3D სათვალეს და უცებ ჭიათურაში აღმოჩნდებით, თანაც  გვიანი პალეოლითის ხანის ჭიათურაში.

ზუსტად ასეთ გამოფენას უმასპინძლებს  ძალიან მალე ვარშავის უნივერსიტეტი.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1916 წელს, პოლონელმა არქეოლოგმა სტეფან კრუკოვსკიმ საქართველოში მოგზაურობის დროს ჭიათურაში, გვარჯილის კლდეში ქვის ხანის ნამოსახლარს მიაგნო.

102 წლის შემდეგ მის კვალს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე პოლონელი მეცნიერები დაადგნენ.

მარტა ბურა და იანუშ იანოვსკი 3D ლაბორატორიის სპეციალისტები არიან.

ქვის ხელსაწყოების, ბასრი ნემსები – ყველა ნივთი, რომლებსაც პალეოლითელი ჭიათურელები ხმარობდნენ, ახალი დანადგარების მეშვეობით ვირტუალურად აღდგა.

საქართველოში 102 წლის წინ ნაპოვნი ამ ნივთების  ციფრულ ორეულებს პირველად პოლონეთში, პროფესორ კრუკოვსკისადმი მიძღვნილ გამოფენაზე ნახავენ.

შემდეგ კი, ეს გამოფენა საქართველოშიც ჩამოვა.

გარდა ამ უნიკალური, ვირტუალური მოგზაურობისა, პოლონეთმა საქართველოს სუპერთანამედროვე, მრავალფუნქციური სკანერი მიიღო, რაც საქართველოში თავისი კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტაციასა და დიგიტალიზაციაში ძალიან გამოადგება.

სამუშაოები ქართულ-პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიის ფარგლებში ჩატარდა, ქუთაისში ახლადგახსნილი კრუკოვსკის სახელობის ინტერდისციპლინარული ცენტრის ბაზაზე.


ასევე წაიკითხეთ