აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე მხოლო ერთი გამშვები პუნქტის დატოვება იგეგმება " />

გალის რაიონის მაცხოვრებლები სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვას აპროტესტებენ

აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე მხოლო ერთი გამშვები პუნქტის დატოვება იგეგმება

დღეს აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე 6-დან ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიკეტა. აფხაზეთის ხელისუფლება საბოლოოდ მხოლოდ ერთის  – ენგურის ხიდზე, დატოვებას გეგმავს.

ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის გალის რაიონის 120 მაცხოვრებელი დღეს საპროტესტო აქციაზე გამოვიდა და დასახლებულ პუნქტ ნაბაკიის გზა გადაკეტა. სწორედ აქ არის ერთ-ერთი  აქამდე მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც დღეიდან დაკეტილია.

ადგილობრივების თქმით, მათ ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტამდე ჩასვლმდე გაუჭირდებათ  – ბევრს 15-დან 30 კილომეტრამდე მანძილის ავტობუსით  გავლა მოუწევს, შემდეგ კიდევ 800 მეტრი ფეხით სიარული, რათა ენგურის ხიდზე, საქართველოს მხარეს გადავიდეს.

აქციის მონაწილეებს რაიონის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები შეხვდნენ, რის შემდეგაც ისინი დაიშალნენ.

„მოთხოვნა, რომ ერთის გარდა, ყველა სხვა გადასასვლელი დაკეტილიყო, აფხაზეთის მოქალაქეების უმრავლესობისგან მოდიოდა. ხელისუფლება ამ მოთხოვნისა და დანაპირების შესრულებას ორ წელიწადსა და ოთხ თვეს  მოუნდა“, – უთხრა სააგენტო „აფსნიპრესს“ გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა იმისთვის, რო გალის რაიონის მაცხოვრებლებისთვის ამ გადაწყვეტილების შედეგები შეემსუბუქებინა.

„ჩადებულია 153 მილიონი რუბლი (დაახლოებით2, 5 მილიონი აშშ დოლარი), რომ გალელებს შეკეთებული გზით უფრო გაუადვილდეთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტამდე მისვლა. აქმოქმედებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაზრდილია საკუთრივ „ენგურის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა. უკმაყოფილოთა უმეტესობა ის ადამიანები არიან, ვინც კონტრაბანდით შოულობდნენ ფულს და არალეგალური ბიზნესით იყვნენ დაკავებულები“, – თქვა ნადარაიამ.

აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, დღეის შემდეგ აფხზეთ-საქართველოს საზღვარზე, მდინარე ენგურზე მხოლოდ ორი გამშვები პუნქტი დარჩება. ქვედა ზონაში დროებით ამოქმედდება პუნქტი “აბეკრიტი“. შემდგომში მხოლოდ ენგურის ხიდზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის დატოვება იგეგმება.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორის ტერმინოლოგიასა და შეხედულებებს გადმოსცემს და აუცილებელი არ არის, რედაქციის  პოზიციას ასახავდეს.


ასევე წაიკითხეთ