„ჰრომადსკოეს“ რეპორტაჟი „რეფერენდუმის“ ხუთი წლისთავთან დაკავშირებით " />

ანექსიის საფასური: ყირიმი ხუთი წლის შემდეგ

„ჰრომადსკოეს“ რეპორტაჟი „რეფერენდუმის“ ხუთი წლისთავთან დაკავშირებით

უკრაინული დამოუკიდებელი ტელევიზია   „ჰრომადსკოე“  ანექსიასთან დაკავშირებული თავისი პირველი რეპორტაჟის გმირებთან შესახვედრად ისევ ყირიმში ჩავიდა. რეპორტაჟი „რეფერენდუმის“ დღეს არის  გადაღებული – 2014 წლის 16 მარტს. რუსეთის თქმით, ამ კენჭისყრის დროს ნახევარკუნძულის მაცხოვრებელთა 96 პროცენტზე მეტმა ხმა „ყირიმის რუსეთთან შეერთებას“ მისცა, და 2014 წლის 18  მარტს რუსეთის ფერდერაციამ ყირიმის საკუთარ შემადგენლობაში მიღების შესახებ განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ ის ადამიანები მოკლეს“

„ოქსანა მოკვდა“, — მპასუხობენ, როდესაც 2014 წლის აპრილში ჩაწერილი ვიდეოს გმირის შესახებ  ვეკითხები.

ოქსანას ხუთი წლის წინათ სიმფეროპოლში შევხვდით. იმ დროისთვის ის უკვე შვიდი წლის განმავლობაში გადიოდა ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამით მკურნალობის კურსს  – ეს არის, როდესაც ქუჩური ნარკოტიკების ნაცვლად, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დამოკიდებულების საწინააღმდეგო პტრეპარატს – მეტადონს გაძლევენ. ამგვარი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში არსებობს, მაგრამ რუსეთში აკრძალულია.

ანექსიამდე ყირიმში იყო 800 პაციენტი, რომლებიც ამ პროგრამით მკურნალობდნენ. 2014 გაზაფხულზე ისინი დახმარებას ითხოვდნენ. მათ რიცხვში იყო ოქსანაც. მან სამ წელიწადს გაძლო.

„ეს რომ გავიგე, ავტირდი. თუმცა, მამაკაცები არ ტირიან“, – ჰყვება იგორი (სახელი შეცვლილია), პროგრამის ყოფილი პაციენტი.

იგორის თქმით, ყირიმის ანექსიის წლებში მეტადონის გარეშე დარჩენილი ასობით პაციენტი დაიღუპა.
„ამ წლების განმავლობაში ასობით ადამიანი საშინელი სიკვდილით დაიღუპა: ერთმა თავი ჩამოიხრჩო, მეორე მეცხრე სართულიდან გადახტა“.

ყირიმი – პროპაგანდა რეალობის საპირისპიროდ

ღობეები სადგურებში და ზღვისკენ გადაკეტილი  გასასვლელიროგორ ემზადებიან ყირიმში ტურისტული სეზონისთვის

შესაძლებელია თუ არა რუსეთის მხრიდან ბელარუსის ანექსია?

დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. საქველმოქმედო ფონდმა „საზგადოებრივი ჯანმრთელობის ალიანსი“, რომელიც ყირიმში ნარკოდამოკიდებული ადამიანებით იყო დაკავებული, ამ სტატისტიკის წარმოება შეწყვიტა 2015 წელს – როდესაც რუსეთის კონტროლქვეშ აღმოჩენილ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გართულდა, ხოლო დაღუპულების ნათესავები კონტაქტზე აღარ გამოდიოდნენ – როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლით.

„საზგადოებრივი ჯანმრთელობის ალიანსი“-ს მონაცემებით, ჩანაცვლებით თერაპიის კურსის შეწყვეტიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში 120-მდე ყოფილი პაციენტი დაიღუპა. ეს ციფრი გაეროს დოკუმენტებშიც ფიგურირებს. ამ თემის წამოწევა საერაშორისო სხდომებზეც ხდებოდა, თუმცა რუსი ჩინოვნიკები ისევ ამტკიცებენ: დახმარება ყველას ეწეოდა. „მიმაჩნია, რომ ყირიმისა და რუსეთის მთავრობებმა ეს ადამიანები მოკლეს“, – ამბობს იგორი.

იალტა, ყირიმი, 2019 წლის მარტი /„ჰრომადსკოე“

„ექსტრემიზმი და ტერორიზმი“

ახლანდელ ვითარებაში ტერორიზმის ბრალდებით გისოსებს მიღმა მოხვედრის ყველაზე მაღალი ალბათობა ყირიმელი თათრებისთვის არსებობს. ეს ყირიმის ნახევრკუნძულის ძირძველი მოსახლეობაა, რომელმაც 1940-იან წლებში დევნა და მასობრივი დეპორტაცია განიცადა.

ყირიმელი თათრები 90-იანი წლებამდე იძულებულები იყვნენ დევნილობაში ეცხოვრათ, და სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეძლეს. ოკუპანტი ხელისუფლება ყირიმელ თათრებს თავის მთავარ ოპონენტებად მიიჩნევს. და სრულიად მართებულადაც: ყირიმელი თათრების უმცირესობა ანექსიას აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა.

ჯერ კიდევ 2016 წლის გაზაფხულზე ადვოკატმა ემილ კუბერდინოვმა, რომელიც ძირითადად ყირიმელი თათარი აქტივისტების დაცვით იყო დაკავებული, განმარტა: „თუ მეჯლისთან კავშირი გაქვს – ექსტრემიზმში დაგადანაშაულებენ, თუ რელიგიური ხარ – ტერორიზმს დაგაბრალებენ“.

ყირიმელი თათარი ხალხის მეჯლისი – აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ ანექსიის შემდეგ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და ოკუპირებულ ყირიმში აკრძალა.

ბაღჩისარაი, ყირიმი, 2019წლის მარტი /„ჰრომადსკოე“

ყირიმელი თათრების სისტემატური დაკავებები ანექსიიდან ერთ წელიწადში დაიწყო. ახლა რუსეთისა და ყირიმის ციხეებში – 70-ზე მეტი პოლიტპატიმარია, უმეტესად – ყირიმელები.

პირველი დაკავებულების ნათესავები თავიდან იმედს ამყარებდნენ შეცდომაზე და ფრთხილობდნენ. მაგრამ შემდეგ უკვე საკუთარ სადარდებელზე ღიად  ლაპარაკი დაიწყეს. პოლიტპატიმართა ნათესავები მოძრაობა „ყირიმის სოლიდარობაში“ გაერთიანდნენ. გაჩნდა ასევე ორგანიზაცია „ბიზიმ ბალალარ“ („ჩვენი შვილები“), რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში პოლიტპატიმართა 16 წლამდე ასაკის შვილებს ფინანსურ დახმარებას უწევს. 2017 წელს, ორგანიცაზიის დაფუძნების დროს ამგვარი შემწეობის მიმღები 40 ადამიანი იყო. დღეს მათი რიცხვი 111-ია.  

# მათი ყირიმი

ლენურ ოსმანოვი  ოკუპაციამდე და შემდეგ ორი წლის განმავლობაში ის ქალაქ ბაღჩისარაის კაფე „მუსაფირში“ ადმინისტრატორად მუშაობდა. შემდეგ კაფეს დაკეტვა მოუხდათ. „15 ნიღბიანი ადამიანი მოვიდა. ვეკითხები: ავტომატიანები რა საჭიროა? აქ ერთადერთი მამაკაცი ვარ, დანარჩენები ქალები არიან“. „მუსაფირის“ პატრონებმა რიგი სასამართლო პროცესი გაიარეს, თუმცა იმის დამტკიცება, რომ კაფე მათ საკუთრებას წარმოადგენდა, მაინც ვერ შეძლეს

ლენურს დროებით ტაქსის მძღოლად გადაკვალიფიცირება მოუხდა – ყირიმში ეს საქმიანობის პოპულარული სახეობაა.

 ანექსიის მიმართ მეტ-ნაკლებად ლოიალური  ყირიმელების უმრავლესობა ხაზგასმით აღნიშნავს საკუთარ აპოლიტიკურობას. ერთ-ერთ-ერთმა მათგანმა – ჩემმა თანამოსაუბრემ – მთხოვა, მისთვის ოქსანა მეწოდებინა.
ჩვენ იალტის ერთ-ერთ თანამედროვე რესტორანში ვსაუბრობთ. ოქსანა, მრავალი წელია, კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით არის დაკავებული. როგორც ამბობს, წინათ სტუმრების 40% პროცენტი უკრაინის მატერიკული ნაწილიდან ჩამოდიოდა, 30% – რუსეთიდან, დანარჩენები კი უცხოელები იყვნენ. ახლა 95% – რუსია.

თუმცა, გასული წლიდან ოქსანა მატერიკული უკრაინიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობდა. ყირიმში ტერმინალები და ბანკები ამოქმედდა – ნაღდი ფულის ჩემოდანით ტარება საჭირო აღარ არის. თანდათან ბრუნდება ინვესტიციებიც. კონტრაბანდა ცოტაა – ყველაფერი კონტროლდება. ფასები მოსკოვურია. მსხვილი კომპანიები წარმომადგენლობების განახლებას ეწევიან. ვითარდება მცირე ბიზნესი: საცხობები, ღვინის მეურნეობები, ყველის წარმოება.

იალტა, ყირიმი, 2019 წლის მარტი/ „ჰრომადსკოე“

ყირიმის სკოლების კურსდამთავრებულები სკოლის შემდეგ მოსკოვისკენ ან პიტერისკენ მიისწრაფვიან, – აგრძელებს ოქსანა. მატერიკულ უკრაინაში ჩასვლა ძნელია – საზღვრის გადაკვეთა არცთუ მარტივად ხდება, და იმ ბავშვებისთვის, ვინც უკრაინაში სწავლობს, ამანათის გადაცემა ან ბარათზე ფულის გადარიცხვა პრობლემურია.

„ჩემთვის დასკვნების გაკეთება რთულია – უარესი გახდა თუ უკეთესი.  ნუთუ საჭიროა მუდამ „ყველაფერი დავკარგეთ“ მდგომარეობაში ყოფნა? არსებობს ისეთი რაღაცები, რაც არ შეცვლილა – ზღვა, ტყეები, ქალაქ-გამოქვაბულები. და არც ჩვენ, ადამიანები შევცვლილვართ, რადგან ვცდილობთ, ვიმოგზაუროთ, მსოფლიოს მიმართ გახსნილები ვიყოთ.

ერთდერთ იმის შეგრძნება გაჩნდა, რომ მუდამ „უფროსი ძმის“ მეთვალყურეობის ქვეშ ვართ. ყველა ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას და ერთმანეთის გატანას ვცდილობთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანმა  ყველაფერი უნდა მიატოვოს – მშობლები, სახლი, მეურნეობა, და ნათელი მომავალი იქ ეძებოს, სადაც ჩვენ ალბათ არც გველიან“, – ამბობს ოქსანა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ