შვიდი ადამიანი გარდაიცვალა თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად
გაზიარება
გაზიარება
შემთხვევა თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე #67, საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
გარდაცვლილია შვიდი მამაკაცი. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, “ლიბერთი” ბანკის მშენებლობაზე მუშად მუშაობდნენ და აღნიშნულ კორპუსში ერთოთახიან ბინას ერთად ქირაობდნენ. გარდაცვლილთაგან ორი მამა და შვილია.
ბინაში ღია წვის, კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი იყო დამონტაჟებული. მათი გარდაცვალება, სავარაუდოდ, მხუთავი აირის CO-ს გამოყოფის შედეგად მოხდა.
მხუთავი აირი, სავარაუდოდ, ღამე დაგროვდა, როდესაც შვიდივე ადამიანს ეძინა.
როგორც “ყაზტრანსგაზში” აცხადებენ, ამ ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი ცოტა ხნის წინ „ყაზტრანსგაზმა“ ჩაჭრა, თუმცა მათ გამათბობელი თვითნებურად დააერთეს.
„მას შემდეგ რაც ისინი დილით სამსახურში არ მივიდნენ, უფროსი მივიდა სახლში და სავარაუდოდ, მან აღმოაჩინა გარდაცვლილების ცხედრები“, – აცხადებენ ადგილობრივები.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შენობას შემოვლებული აქვს ყვითელი ლენტი.
მალე გარდაცვლილთა ცხედრებს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.