ტრამპი: ირანი ნომერ პირველი ტერორისტული სახელმწიფოა
გაზიარება
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანს „ნომერ პირველი ტერორისტული სახელმწიფო უწოდა“. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხდა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტი ეთერით უჩვენეს.
„ირანი ჩვენ სრულიად არ გვცემს პატივს. ეს ხომ ნომერი პირველი ტერორისტული სახელმწიფოა. ისინი ყველგან ფულსა და იარაღს აგზავნიან“, – განაცხადა ტრამპმა.
იმავდროულად, მან პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას თეირანის მიმართ ძალის გამოყენების შესძლებლობის თაობაზე და აღნიშნა: „ჩვენ არასდროს გვისაუბრია ჩვენი სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ“.
აშშ-ში ახლახან ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა უაღრესად ნეგატიურად აღიქვეს და თეირანის მიმართ სანქციები გააფართოვეს.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ დაეთანხმა აშშ-ის პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ირანი არსდროს ყოფილა შემჩნეული „ისლამურ სახელმწიფოსთან“,“ჯებაჰათ ან-ნურსასთან“ან სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან რაიმე კავშირებში.
ლავროვმა დასძინა, რომ თეირანი უნდა იყოს ტერორიზმთან საერთო ბრძოლის მონაწილე და იმ შეიარაღებული რაზმების მხრდაჭერით, რომლებიც ასადის რეჟიმის მხარეს იბრძვიან, „საკუთარი წვლილი შეაქვს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში“.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის წინა ხელისუფლებამ ბევრი ძალისხმევა გასწია ირანთან ურთიერთობის დასარეგულირებლად, კერძოდ – ირანის ბირთვული შეიარაღების პროგრამის თაობაზე შეთანხმების დადების თვალსაზრისით. საბოლოოდ 2015 წელს შეთანხმება ევროკავშირისა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრების მოანაწილეობით დაიდო.
ის თეირანის მიერ პროგრამის რიგ კომპონენტებზე უარის თქმას და საერთაშორისო ინსპექტორების შეშვებას ითვალისწინებს, სანქციების ეტაპობრივად მოხსნის სანაცვლოდ.