სომხეთში დონორებისგან მიღებული სისხლის რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2017 წელს სისხლი 15 ათასჯერ ჩააბარეს. შედარებისთვის, 2000-2001 წლებში დონორის სისხლის ჩაბარების 6000-7000 შემთხვევა დაფიქსირდა.
თუმცა, როგორც სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, დადებითი დინამიკის მიუხედავად, დონორებისგან შეგროვილი სისხლის რაოდენობის ზრდის ამოცანა ისევ შენარჩუნებულია.
„სხვადასხვა სისხლის დაავადების მქონე ადამიანების სამკურნალოდ აუცილებელია სისხლის კომპონენტების დიდი რაოდენობა. ხშირად ავადმყოფის ნათესავებს სისხლის ჩაბარება არ შეუძლიათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებელ სამედიცინო დახმარებას ვერ მიიღებს. ასეთ შემთხვევებში დონორის სისხლი გამოიყენება“, – აღნიშნულია შეტყობინებაში.
14 ივნისი – სისხლის დონორების საერთაშორისო დღეა. სომხეთში დღეს სისხლის უსასყიდლოდ, დონორული ჩაბარების აქცია ტარდება. ღონისძიებები ტარდება დევიზით: „აჩუქე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე, გახდი გმირი“.