სტუმართმოყვარეობის მიხედვით, სომხეთი მსოფლიოს ქვეყნებს შორის 29-ე ადგილს იკავებს, – ნათქვამია ორგანიზაია Passport Index-ის გამოკვლევაში.
Passport Index-მა ქვყნების სტუმართმოყვერეობის რეიტინგი შეადგინა შემდეგი ფაქტორების გათავლისწინებით: რამდენი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ ამ ქვეყანაში უვიზოდ ჩასვლა, ქვეყანაში შესვლისას მისი გაფორმება, ან შესვლაზე რიგგარეშე ნებართვის მიღება.
ამ მაჩვენებლების მიხედვით, სომხეთი ჩამორჩება მეზობელ თურქეთსა (22-ე ადგილი) და ირანს (12-ე ადგილი), მაგრამ უსწრებს საქართველოს, რომელმაც 51-ე ადგილი დაიკავა, და აზერბაიჯანს, რომელიც 87-ე ადგილას აღმოჩნდა. რუსეთმა Passport Index-ის რეიტინგში 83-ე ადგილი დაიკავა, აშშ-მა – 82-ე.
პირველი ადგილი ერთმნიშვნელოვნად დაიკავა კომორის კუნძულებმა, რადგან იქ ჩასვლის გამარტივებული რეჟიმი მსოფლიოს 198-ვე ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოქმედებს.