სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მას და პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანს შორის დაძაბული ურთიერთობების შესახებ სომხურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს უარყოფს.
„ვითომ და უთანხმოებისა და კონფლიქტის შესახებ პერიოდულად გამოქვეყნებული ცნობები გამოგონილია“, – თქვა პრეზიდენტმა, და აღნიშნა, რომ მათ იციან „ამ დადგმების“ ავტორთა ვინაობა, და ისიც, თუ რა სურთ ამ ადამიანებს“.
სომხეთის პრესა, უკვე დიდი ხანია, წერს იმის შესახებ, რომ 2018 წლის შემდეგ კარენ კარაპეტიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას აღარ დაიკავებს, და მას ამ თანამდებობაზე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სერჟ სარგსიანი შეცვლის.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ახალი კონსტიტუციის თანახმად, პირველი ხარისხის მანდატს გულისხმობს – ხელმძღვანელობის უფლებამოსილებებს.
თუმცა, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე სერჟ სარგსიანმა დღეს განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანს გადადგომის მიზეზები არ აქვს. მან აღნიშნა, რომ სომხეთშიც და სომხეთის რესპუბლიკურ პარტიაშიც, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ჯანსაღი სამუშაო ატმოსფერო სუფევს.