საქართველო: დამსაქმებლებს მოვუწოდებთ არ დაუშვან სამსახურში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულები
გაზიარება
გაზიარება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის თავმჯდომარემ ამირან გამყრელიძემ 4 მარტს კორონავირისთან დაკავშირებული მდგომარეობა შეაჯამა:
მთავარი რაც 4 მარტს მოხდა:
• დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს დამსაქმებლებს სამსახურში არ დაუშვან მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული თანამშრომლები, რომლებიც 14 დღიან საიზოლაციო რეჟიმს არ გაივლიან.
• ჯანდაცვის მინისტრმა გამოსცა ნორმატიული აქტი, რომლის თანახმად, თვითიზოლაციის გამო გაცდენილი დღეები დასაქმებულებს საპატიოდ ეთვლებათ და ანაზღაურება უნარჩუნდებათ.
•. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ასევე მოუწოდებს უნივერსიტეტებს სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. 2 მარტიდან 16 მარტამდე შეწყდა სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში.
• მიმდინარეობს სადიზენფექციო სამუშაოების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
• საქართველოს მასშტაბით ყველა თეატრმა და კინოთეატრმა პროგრამები გააუქმა.
• საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევენ არ იმოგზაურონ საერთოდ არ სად (მით უმეტეს მეტად ინფიცირებულ რეგიონებში) თუ ამის დიდი აუცილებლობა არ არის.
• კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდმდგომარეობა საქართველოში არ შეცვლილა ბოლო სამი დღის განმავლობაში: სულ კორონავისუსის 3 დადასტურებული შემთხვევაა. სამივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს. სულ 239 სინჯია აღებული თებერვლის დასაწყისიდან დღემდე.
• ამჟამად ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდება 24 პაციენტი, რომლებიც მიიჩნიეს საეჭვოდ და სინჯი აუღეს კორონავირუსზე შესამოწმებლად.
• საქართველოში კარანტინში 140-მდე ადამიანი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 300-მდე. საავადმყოფოებში მკურნალოს.