სამხრეთ ოსეთში ცხინვალის ერთ-ერთი ყველაზე ძველი შენობის – სასტუმრო „ირისტონის“ ირგვლივ კამათი მიმდინარეობს.
სასუმრო 1937 წელს აშენდა, არქტიტექტურულ ძეგლად არის მიჩნეული და სამხრეთი ოსეთის სპეციალურ არქიტექტურულ რეესტრშია შეტანილი – და აი, ახლა მისი აღების გადაწყვეტილება მიიღეს.
ამ ადგილას ხელისუფლება ახალი სასტუმროს აშენებას აპირებს, ოღონდაც „ირისტონის“ ფასადის დიზაინის შენარჩუნებით – პროექტი საინვესტიციო პროგრამის (რუსეთიდან გამოყოფილი სახსრები) ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაგრამ არსებობს თანაინვესტორიც – ჩრდილოელი ოსი მეწარმე ვადიმ ბერდიევი.
პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ შენობა უხარისხო მასალებით იყო აგებული და ნებისმიერ შემთხვევაში მალე ავარიული გახდებოდა.
თუმცა, საზოგადოებაში სასტუმროს დანგრევის გადაწყვეტილების წინააღმდეგ პროტესტი გაისმის.
„ცხინვალელებო, ჩვენ ამ ქალაქის პატრონები ვართ თუ მდგმურები, რომლებსაც არავინ ეკითხება, თანახმა არიან თუ არა ჩვენს საერთო სახლში სამშენებლო სამუშაოები ჩატარდეს?“ ; „ხალხს თავისი მშობლიური ძეგლების კლონები არ სჭირდება“ – წერენ ადამიანები სოციალურ ქსელებში.
ბევრი იმის შესახებ ლაპარაკობს, რომ „ირისტონი“ ქალაქის სიმბოლო იყო და შეიძლებოდა, რომ შენობა გარესტავრირებულიყო. გარდა ამისა, აღშფოთება იმანაც გამოიწვია, რომ გადაწყვეტილება ტენდერის გამოცხადების გარეშე მიიღეს.
„შენობის კედლები ერთ მეტრამდე სისქისაა. ის იმ აგურით არის ნაშენი, რომელიც ცხინვალში იწარმოებოდა; ეს იყო უმაღლესი ხარისხის აგური, იმაზე ბევრად უკეთესი, რითაც ახლა აშენებენ სახლებს. შენობის მდგომარეობას კრიტიკულს ან არცთუ უსაფრთხოს ვერაფრით უწოდებდი“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ამ სიტუაციის შესახებ მშენებელ-რესტავრტორმა ფორიკ ჯიოევმა ადგილობრივ მედია-პორტალ „ალანია-ინფორმ“-თან ინტერვიუში.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო