სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოსაზღვრე რაიონში გადაადგილების წესები შეიცვალა, – იუწყება რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახური.
კერძოდ, მიღებულია გადაწყვეტილება:
სასაზღვრო რაიონიდან შვიდი სოფლის ადმინისტრაციულად გამოყვანა – ანუ იქ ამიერიდან სამხრეთი ოსეთის მთელი ტერიტორიაზე მიღებული გადაადგილების წესები იმოქმედებს.
გამარტივდეს გადაადგილების წესები იმ სოფლებში, რომელთა ტერიტორიის ნაწილი 100 ან ნაკლები მეტრის მანძილითაა დაშორებული საზღვრიდან. ახლა რესპუბლიკის იქ მცხოვრებ ან ჩასულ მოქალაქეებს საკმარისია თან ჰქონდეთ პასპორტი ან სამსახურის მოწმობა. აქამდე სასზღვრო ზონაში ყოფნისთვის აუცილებელი იყო სამხრეთი ოსეთის სასაზღვრო სამსახურში საშვის მიღება.
სასაზღვრო ზონაში ყოფნის რეჟიმის ლიბერალიზაცია მხოლოდ ამ სოფლების მაცხოვრებლებს ეხებათ. საუბარი არ არის საქართველოში გამშვები პუნქტების გახსნაზე.
ცვლილებები არ შეეხო სასაზღვრო ზონაში უცხოელი მოქალაქეების ყოფნის წესებს. მათ ძველებურად ესაჭიროებათ საგანგებო საშვის მიღება.
ჟურნალისტი, ექსპერტი იური ვაზაგოვი ონლაინ-პორტალ „ეხო კავკაზასთან“ კომენტარში ამბობს:
„მთავრობის ეს დადგენილება საზღვრისპირა სოფლების მოსხლეობის ცხოვრების შემსუბუქებისკენაა მიმართული. ახლა მათ ამ ზონაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ბევრად უფრო გაუადვილდებათ. წინათ ისეთი სიტუაციებიც იყო, როდესაც თან პასპორტის წაღება ან ნებართვის აღება უწევდათ, იყო შეზღუდვები დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთის მიხედვითაც. მოსახლეობა ამ საკითხების გადაწყვეტას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მოითხოვდა; იყო სიძნელეები და აზრთა სხვადასხვაობა, ახლა კი მთავრობამ ეს საკითხი გადაწყვიტა“.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო