სომხეთში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერომ გასულ წელს რეკორდულ, 38,8%-იან ზრდას მიაღწია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალო წლიურმა ზრდამ დაახლოებით 7-ჯერ გადააჭარბა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საერთო მაჩვენებელს.
საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიების კავშირის ხელმძღვანელის კარენ ვარდანიანის აზრით, ამგვარი პროგრესის მიზეზი იმ სომხური კომპანიების მუშაობის მაღალ ხარისხს უკავშირდება, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი პროდუქციის წარდგენით წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ცნობადობას იძენენ.
ბოლო ხანს მსოფლიოს ბაზარზე სომხური წარმოების რამდენიმე პროექტი გაჩნდა. ერთ-ერთი მათგანი Volterman, „ჭკვიანი“ საფულე, რომლის დაკარგვა, შეუძლებელი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ძნელი მაინცაა. სმარტ-საფულე, მასში ჩადებული ციცქნა პროგრამის წყალობით, უსაფრთხოების რიგი ფუნქციებით არის აღჭურვილი.
მეორე პროგრამამ – SoloLearn -მა Facebook-ის ყოველწლიურ კონკურსში გაიმარჯვა. სომეხი პროგრამისტების ამ წარმატების შესახებ JAMnews ახლახან იუწყებოდა.
https://jam-news.net/?p=48688&lang=ka
ვაან შაკარიანი – Armphone, Armtab-ის მწარმოებელი კომპანია Technology and Science Dynamics-ის დირექტორი მიიჩნევს, რომ სომხური კომპანიების წარმატებები ასევე უკავშირდება ექსპორტის ზრდასაც. ამავდროულად, ის არსებული რისკების შესახებაც გვაფრთხილებს. „საერთოდ, ეკონომიკაში შესაძლებელია გარღვევა მოხდეს. მთავარია, ამის შემდეგ, ზრდა თუ არა, სტაბილურობა მაინც იქნას უზრუნვეყოფილი. და ეს სერიოზული პრობლემაა“.
სტაბილური ზრდის შესანარჩუნებლად კი სფეროს ლიდერები აუცილებლად მიიჩნევენ ხელისუფლების მხარდაჭერას. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებასთან აუცილებალდ უნდა გაიმართოს სტრატეგიული დიალოგი იმის თაობაზე, თუ რა მოიმოქმედონ – რა უფრო მნიშვნელოვანია სფეროს მომავალი განვითარებისა და ზრდისთვის.