სადონი – ეს არის სოფელი, რომელიც ჩრდილოეთი ოსეთის მთებში 19-ე საუკუნეში საბადოს გარშემო გაჩნდა. დასაწყისი ასეთი იყო – შემდეგ კი სოფელმა ფეხი მოიკიდა და საკუთარი ცხოვრება გააგრძელა, მაგრამ – მხოლოდ 2002 წლამდე. იმ წელს მოვარდნილი ღვარცოფისგან დაიღუპნენ ადამიანები, სოფლის უდიდესი ნაწილი განადგურდა – ამის შემდეგ სადონიდან ყველა გადასახლდა, სოფელი კი დარჩა – მიტოვებული ბაღებითა და ნასახლარებით.
თუმცა, რამდენიმე ადამიანმა აქედან წასვლაზე უარი თქვა და ისევ სადონში ცხოვრობს, და როგორც საკუთარ თავზე ამბობენ, დანარჩენი ჩრდილოეთი ოსეთისთვის ისინიც და თავად სოფელიც ერთგვარ მოჩვენებებად გადაიქცნენ.