არქივი- 08.11.2017 რუს არტისტებს უკრაინაში გამოსვლისთვის ადგილობრივი უშიშროების ნებართვა დასჭირდებათ გაზიარება გაზიარება ფესტივალი Atlas Weekend კიევში. ფოტო ალექსანდრ პოპენკო, ჰრომადსკოე თითოეულმა რუსმა მომღერალმა ან მსახიობმა, რომელსაც უკრაინაში კონცერტის გამართვა სურს, ნებართვა უკრაინის უშიშროების სამსახურისგან უნდა მიიღოს. როგორც ჰრომადსკოე იუწყება, „აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ საგასტროლო ღონისძიებების ორგანიზებისა და ჩატარების თავისებურებათა შესახებ“ კანონს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი 7 ნოემბერს მოაწერა. კანონი უკრაინის უმაღლეს რადაში 5 ოქტომბერს მიიღეს. ამ დოკუმენტის თანახმად, რუსი არტისტების გასტროლების ორგანიზატორები ვალდებული არიან, კონცერტების შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური გამოსვლამდე 30 დღით ადრე გააფრთხილონ. დოკუმენტი კრძალავს ისეთ გამოსვლებს, რომლებიც „პროპაგანდასა და პოპულარიზაციას უწევს აგრესორ სახელმწიფოს, მის ხელისუფლებას (და ცალკეულ წარმომადგენლებს) და მათ ქმედებებს, დადებითად წარმოაჩენს აგრესორ სახელმწიფოს, ამართლებს ან მართლზომიერად მიიჩნევს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას“. რუსი მომღერლების გასტროლების კანონმდებლობით შეზღუდვის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც წელს, ზაფხულში, უკრაინაში გამოსვლა შვიდ რუს არტისტს აუკრძალეს. როგორც ჰრომადსკოე იუწყება, 2017 წელს უკრაინაში რამდენიმე გახმაურებული სკანდალი მოხდა, რომლებიც რუს მომღერლებს უკავშირდებოდა. მაგალითად, რეპერი ბასტა და ჯგუფი Anakondaz ოკუპირებულ ყირიმში კონცერტების გამართვის შემდეგ კიევში გამოვიდნენ. ახალი კანონი არა მხოლოდ მუსიკოსებზე ვრცელდება, არამედ ყველა არტისტზე, რომლებიც საზოგადოების წინაშე გამოდის. ასევე ის ეხება იმ ადამიანებსაც, ვისი დაწერილიც არის ნაწარმოები, სცენარი, ტექსტი, დიალოგი, ასევე – დამდგმელ–რეჟისორებს, პროდუსერებსა და ა.შ. Go to top
“არასოდეს დამავიწყდება ის ხმა – მიწის ღმუილი, გუგუნი, ლეწვა, ტკაცა-ტკუცი. ღამე იყო, სიბნელე, საღამურებით გამოვვარდით” - მეწყერი სოფელ კურსებში
"მადლობა ბრძოლისთვის!"-შაბათის მარში რუსთაველზე. ფოტო და ვიდეო ბლოგების სერიიდან "პროტესტი საქართველოში"
მოსაზრება: "ოცნებისთვის“ რისკები იმდენად მაღალია, რომ მგონია, საკონსტიტუციო სასამართლო არ აკრძალავს პარტიებს
“არასოდეს დამავიწყდება ის ხმა – მიწის ღმუილი, გუგუნი, ლეწვა, ტკაცა-ტკუცი. ღამე იყო, სიბნელე, საღამურებით გამოვვარდით” - მეწყერი სოფელ კურსებში
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად გაატაროს “მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციები
“არასოდეს დამავიწყდება ის ხმა – მიწის ღმუილი, გუგუნი, ლეწვა, ტკაცა-ტკუცი. ღამე იყო, სიბნელე, საღამურებით გამოვვარდით” - მეწყერი სოფელ კურსებში
"მადლობა ბრძოლისთვის!"-შაბათის მარში რუსთაველზე. ფოტო და ვიდეო ბლოგების სერიიდან "პროტესტი საქართველოში"
მოსაზრება: "ოცნებისთვის“ რისკები იმდენად მაღალია, რომ მგონია, საკონსტიტუციო სასამართლო არ აკრძალავს პარტიებს
მოსაზრება: ოცნების პრეტენზიები არავის აინტერესებს - "მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სიმძიმე, როგორც არ უნდა დააკნინონ, არ იკლებს
მოსაზრება: ფაშინიანი მართალია, სომხეთის ევროკავშირისკენ სვლა გართულდება, თუ საქართველო დარჩება არსებულ მდგომარეობაში