კორუფციის აღქმის ინდექსი -2016: რუსეთი „ჩამოქვეითდა“, უკრაინა ისევ იქაა
გაზიარება
გაზიარება
საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International -მა „ კორუფციის აღქმის ინდექსი“(CPI) გამოაქვეყნა – ყოველწლიური კვლევა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის დონეს აფასებს. შეფასების მთავარი კრიტერიუმი ექსპერტებისა და მეწარმეების მიერ კორუფციის დონის აღქმაა.
რაც უფრო ქვემოთ არის ქვეყანა ინდექსში, მით მეტად აქვს მას კორუფციის აღქმა.
რუსეთმა 2016 წლის შედეგების მიხედვით ინდექსში 131-ე ადგილი დაიკავა, რომელიც უკრაინასა და ყაზახეთთან ერთად გაიყო.
2015 წლის ინდექსთან შედარებით, რუსეთმა მე-119 ადგილიდან 131 ადგილას ჩამოინაცვლა, თუმცა ექსპერტების მიერ მინიჭებული ქულების რაოდენობა ფაქტობრივას არ შეცვლილა (100-დან 29 ) , ხოლო რეიტინგში პოზიციის ქვემოთ დაწევა განპირობებულია იმით, რომ მასში წელს უფრო მეტი რაოდენობის ქვეყანაა გათვალისწინებული.
ანალოგიურად დაიწია ქვემოთ აზერბაიჯანის( 119-დან 123), სომხეთის (95-დან 113) და თურქეთის (66-დან 75) რეიტინგებმაც, თუმცა მათ მიერ მიღებული ქულების რაოდენობა გასული წლის შემდეგ პრაქტიკულად არ შეცვლილა.
თითქმის არ შეცვლილა უკრაინის რეიტინგი და შეფასება ( 130-დან 131).
ამავდროულად, საქართველომ გააუმჯობესა თავისი მდგომარეობა რეიტინგში ( 48-დან 44), და ქულებით შეფასებაც (52-დან 57).
კორუფციის არარსებობის მიხედვით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის პირველი ადგილი (22-ე) ესტონეთმა დაიკავა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე კორუმპირებულია უზბეკეთი, რომელიც 151-ე ადგილს იკავებს.
CPI -2016-ში პირველი ადგილი დანიამ და ახალმა ზელანდიამ (90 ქულით) გაიყვეს, მეორეზე გავიდა ფინეთი (89 ქულა), მესამეზე – შვედეთი (88ქულა).
რეიტინგის აუთსაიდერები არიან – ჩრდილოეთი კორეა(12 ქულა), სამხრეთი სუდანი (11 ქულა) და სომალი(10 ქულა). ლიდერებისა და აუთსაიდერების შემადგენლობა 2015 წლიდან თითქმის არ შეცვლილა.