კომენტარი: პუტინი - პანჩერი
საქართველო გმობს, ნატო იღუშება, – თბილისის ნებართვის გარეშე აფხაზეთში ჩასვლა არ შეიძლებაო. საკმაოდ მოსალოდნელი რეაქციაა, ისევე როგორც აგვისტოს ამინდი აფხაზეთში, და რელობისგან ისევე შორს მდგომი – როგორც ანტარქტიდის ყინულები.
არსებობს ვერსია, რომელსაც დასავლელებიც ემხრობიან და რუსოფილების ნაწილიც – ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბიჭვინთაში იმისთვის ჩაფრინდა, რომ ახლახან ვიცეპრეზიდენტი მაიკლ პენსის საქართველოში ვიზიტი უპასუხოდ არ დაეტოვებინა. მე პირადად, თავისი გულუბრყვილობის ხრისხით, ეს ვერსიაც ოდნავ ღიმილს მგვრის.
ეს ალბათ თავისი პირველი, უკიდურეს შემთხვევაში კი მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს შეეძლო პუტინს აი, ასეთი ბავშვური რექცია მოეხდინა ამერიკელი, თუნდაც ძალიან მაღალი რანგის ჩინოვნიკების ქმედებებზე.
მაგრამ არა ახლა, როდესაც დასავლეთსა და რუსეთს შორის გამყოფმა ზოლმა სტაბილური მოხაზულობა შეიძინა, ხოლო თავად პუტინი ქვეყნის ლიდერად ჩვიდმეტ წლზე მეტ ხანს ყოფნით ოდნავ დაიღალა კიდეც ზედმეტი ფუსფუსით. ახლა ვერავითარი მაიკლ პენსი ვერ გამოიწვევს გადაჭრბებულ ემოციებს და მით უმეტეს ჩვეულ საპრეზიდენტო ცხოვრების წესს ვერ დაარღვევს.
რვა აგვისტო ვლადიმირ პუტინისთვის საკრალური თარიღია. რადგან ზუსტად ცხრა წლის წინათ მან კრივის „თამაშისას“ მუდამ მომღიმარი მოწინააღმდეგის მტკივნეული დარტმებისგან თავის არიდება კი არ დაიწყო – არამედ შუა ორთაბრძოლის დროს თავად გადაწყვიტა სტილის შეცვლა, და პანჩერად იქცა. ანუ ისეთი მოკრივე გახდა, რომელიც ტექნიკის ან საკუთარი ხელ-ფეხის სისწრაფის იმედად კი არ არის, არამედ სწორედ იმ დარტყმის იმედზეა, რომელიც მოწინააღმდეგეს გამანადგურებლად მოცელავს.
თანაც, ვფიქრობ, რომ მას ეს პანჩერის როლი თვითონაც ძალიან მოსწონს, თორემ სხვა შემთხვევაში, მის საკმაოდ დატვირთულ, დიდი ხნით ადრე გაწერილ გრაფიკში რვა აგვისტო ასეთ განსაკუთრებულ თარიღებს შორის არ იქნებოდა.
სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისი ყველა ვიზიტი, როგორც წესი, რვა აგვისტოს უკავშირდება. ბოლოსდაბოლოს შეიძლება, რომ ვლადიმირ პუტინის გადაადგილების ქრონოლოგია დავგუგლოთ და მივხვდებით, რომ მაიკლ პენსი აქ არაფერ შუაშია.
მე დაბეჯითებით შემიძლია იმის მტკიცებაც, რომ სამხრეთ ოსეთში ხუთდღიანი ომის დაწყების მეათე წლისთავს ის ჩვეულებისამებრ კავკასიაში შეხვდება – ცხინვალში; იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ საქართველოში თავის ვიზიტს დააანონსებს, შემდეგ კი „არ მინდა კიდევ უფრო დავძაბო ისედაც საკმაოდ რთული ამერიკულ-რუსული ურთიერთობები“-ს მოტივით, ამ ვიზიტს გააუქმებს – ვლადიმირ პუტინი სამხრეთ ოსეთში მაინც ჩავა.
ისე და ისევ სწორედ იმის გამო, რომ რვა აგვისტოს ის პანჩერი გახდა.
ამ სტილის მოკრივე რასაკვირველია, რომელიმე საღამოს შეიძლება საბალეტო დადგმაზეც წავიდეს, მაგრამ არავის აზრად არ მოუვა, რომ ის თაეტრში ბალეტის სიყვარულით მივიდა.
ასევე პუტინის ნახვაც შეიძლება დიდი თატრში, მაგრამ ნებისმიერ სხვა საღამოს და ყოველგვარი მინიშნების გარეშე, თითქოს ის ხელოვნების ამ დარგის ყველა წვრილმანში საუკეთესოდ ერკვევა.
რვა აგვისტოს საღამო კი – ის დღე, როდესაც ზუსტად ცხრა წლის წინათ მასში მძიმე დარტყმის მქონე მაჩო იშვა, მას მხოლოდ მოკრივეთა ტურნირზე გამგზავრებისთვის შეეძლო მიეძღვნა.
ანუ, აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, რომელიც ასე თუ ისე უკავშირდება პუტინის ქმედების სტილის შეცვლას, მას არ შეეძლო არც კინოში, არც თეატრში და არც მისთვის სასურველ სათევზაოდ წასვლა, არამედ უნდა წასულიყო სწორედ ორთაბრძოლის სანახავად, სადაც ნამდვილი სისიხლი ბარაქიან ოფლში ირევა, ხოლო ძვლების ტკაცუნი უფრო მეტად აღაგზნებს, ვიდრე ნებისმიერი გრძელფეხება ლამაზმანი.
ერთი სიტყვით, რუსეთის პრეზიდენტმა ეს დღე ისე გაატარა, როგორც იმთავითვე ჰქონდა წარმოდგენილი, და ისე როგორც უნდა გაეტარებინა ნამდვილ პანჩერს, რომელიც სხვის დარტყმებს ვერ ამჩნევს და მხოლოდ საკუთარის იმედზეა.
ზოგს პუტინი ძალიან მოსწონს, ზოგს კი პირიქით – საშინლად აღიზიანებს. ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ ის – პანჩერია.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო