რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დადებითად აფასებს. თუმცა აღნიშნავს, რომ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა ადამიანებმაც ევროკავშირის ვიზები უპრობლემოდ უნდა მიიღონ.
„დიდი იმედია იმის, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდება საფუძველი, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს მოგზაურობა გაუადვილდეთ. მათზე ევროპაში სამოგზაუროდ ნებისმიერი სახის ვიზის გაცემაა გართულებული. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები,“ – განაცხადა კარასინმა ჟურნალისტებთან საუბრისას პრაღაში, საქართველოს მთავრობის სპეციალურ წრმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის წინ.
ზურაბ აბაშიძემ, თავის მხრივ, რუსეთთან შესაძლო უვიზო მიმოსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა ამაზე საუბარი რუსეთის მხარის პრეროგატივაა. „თუ რუსეთს ექნება სურვილი,რომ კიდევ გაამარტივოს სავიზო რეჟიმი, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება, ხოლო თუ საერთოდ მოხსნიან, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება,“ – განაცხადას აბაშიძემ.
გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის წიააღმდეგი არ არის. თუმცა, ადრინდელი განცხადებების მსგავსად, ეს საკითხი ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობას დაუკავშირა. „საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს უვიზო რეჟიმთან, [მაგრამ] საქმე ის გახლავთ, რომ დღესდღეობით ორ ქვეყანას შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობა. საჭიროა მშვიდად განვიხილოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
2001 წელს რუსეთმა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღო. სავიზო რეჟიმი არ შეეხო აფაზეთსა და სამხრეთ ოსეთის (და მცირე ხნით 2004 წელს – აჭარის) მაცხოვრებლებს. სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველომაც აამოქმედა.
2002 წლიდან რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) მცხოვრებთათვის რუსულინ პასპორტესი დაროგებ დაიწყო. დღეისთვის ორივე რეგინში მცოვრებთა 90 პროცწენტზე მეტი რუსეთის მოქალაქეა.
გასული წლის დეკემბერშიგამართულპრესკონფერენციაზერუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირპუტინმა საქართველოსმოქალაქეებისთვისრუსეთთანსავიზორეჟიმისგაუქმებაარგამორიცხა.