“ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით, აუცილებელია, რომ 24 საათის განმავლობაში კიდევ ერთხელ განმეორდეს ტესტირება და თუ მეორედაც უარყოფით პასუხს მივიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია. იმედი გვაქვს, რომ ეს მართლაც ასე იქნება”, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 25 ადამიანია ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმშია 314 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 63 პაციენტი რჩება.