14 მაისს უხუცესთა საბჭოს არჩევნებში გაიმარჯვა სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელსაც სათავეში ქვეყნის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი უდგას. პარტიამ ერევნის მერის თანამდებობაზე მოქმედი მერის, ტარონ მარგარიანის კანდიდატურა წამოაყენა.
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ ღამით არჩევნების სავარაუდო შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც ხმები შემდეგნაირად განაწილდა:
სომხეთის რეპუბლიკური პარტია – 71,25% ან 036 ხმა;
ბლოკი „ელკი“ – 21% ან 731 ხმა;
პარტია „ ერკირ ცირანი“ – 7,75% ან 109 ხმა.
ამგვარად, რესპუბლიკურ პარტიას უხუცესთა საბჭოში ადგილების უმრავლესობა ექნება. და ვინაიდან „ ქალაქ ერევნის ადილობრივი თვითმართველობის“ შესახებ კანონის მიხედვით, მერს სწორედ უხუცესთა საბჭო ირჩევს, ტარონ მარგარიანს ამ თანამდებობაზე ხელახლა აირჩევენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 14 მაისს ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნებში ხმა მისცა 345.226-მა ადამიანმა, ან ამომრჩეველთა 40,99%-მა.
არჩევნებში სამი პოლიტიკური ძალა იბრძოდა, რომელთაგან ორი – ოპოზიციურია.
რესპუბლიკური პარტია მერის თანამდებობაზე მოქმედი მერის ტარონ მარგარიანის კანდიდატურას წარადგენდა, ბლოკი „ელკი“ კი – დეპუტატ ნიკოლა პაშინიანის კანდიდატურას. მერის თანამდებობის პრეტენდენტი იყო ასევე კანონდამცველი, დეპუტატი ზარუი პოსტანჯიანი თავისი პარტია „ერკირ ცირანიდან“.
21 აპრილიდან 12 მაისამდე სამი კანდიდატი მართავდა წინასაარჩევნო კამპანიას, და ერევნელებს ქალაქის განვითარების საკუთარ პროგრამას სთავაზობდა. მოქმედი მერი უპირატესობას ანიჭებდა ტრადიციულ აგიტაციას, და თავის ამომრჩევლებს სცენიდან ესალმებოდა, დანარჩენი ორი კანდიდატი კი ახალ მეთოდებს ამჯობინებდა: ველოსიპედით დადიოდნენ, ავტოფარეხების სახურავებზე ადიოდნენ, და ქალაქში კაბრიოლეტებით გადაადგილდებოდნენ.
კადიდატებს შორის დებატები არ შედგა. ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა ნიკოლ პაშიანმა და ზარუი პოსტანჯანმა პროსახელისუფლებო კანდიდატი ტარონ მარგარიანი დებატებზე მიიწვიეს, მაგრამ მან დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.