დღეს 13:10 სთ-ზე, ერევანში, ქარხანა „ნაირიტის“ ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტრო აცხადებს, 14:00 სთ-ზე ცეცხლის კერა უკვე ჩამქრალი იყო.
თავიდან იუწყებოდნენ, რომ შემთხვევის ადგილას 6 სახანძრო ბრიგადა მივიდა, შემდეგ კი უკვე 10 ბრიგადაზე იყო საუბარი.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძარი წარმოშვა საწვავმა ნივთიერებამ ეთინოლის ლაქმა, ასევე ირწმუნებიან, რომ მავნე გამონაბოლქვი მისგან არ ყოფილა, ხანძრის დროს გაჩენილი ბოლი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.
A massive fire after explosion is in ‘Nairit 1’ plant in Yerevan, Armenia.
ქიმიური ქარხანა „ნაირიტი“, რომელიც 1940 წელს დაარსდა, ხელოვნური კაუჩუკის შექმნაზე სპეციალიზდება. 2008 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით, ქარხანაში 2742 თანამშრომელი მუშაობდა. 2008 წლის 1 დეკემბერს ქარხანამ საქმიანობა შეაჩერა, ფინანსური კრიზისის გამო. შემცირებაში დაახლოებით 1500 ადამიანი მოჰყვა.
ქარხანა „ნაირიტის“ ყოფილი თანამშრომლის კარინე შაჰვერდიანის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აფეთქებას ქარხნის სხვა განყოფილებებში ხანძარი გამოეწვია.
„გახსოვთ, „ნაირიტის“ ქარხნის განყოფილებების 20 თანამშრომელი გაათავისუფლეს, რადგან მიიჩნიეს, რომ ისინი არასერიოზულ სამუშაოს ასრულებდნენ? ახლა ამ გათავისუფლებული უფროსებიდან ერთ-ერთის განყოფილება იწვის. იქ, რასაკვირველია, ფეთქებადსაშიში ნივთიერებები იყო, და ეს ადამიანები სწორედ ამას აკეთებდნენ – უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, და არა უაზრობით იყვნენ დაკავებულები, როგორც ზოგიერთებს ეგონათ“, – თქვა ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა.
გასული წლების განმავლობაში ქარხანა „ნაირიტში“ კიდევ ორი ექსცესი იყო – გაისმოდა აფეთქებები, რომელთა გამოც ხანძრები ჩნდებოდა.
2006 წლის 23 სექტემბერს ქარხანაში აფეთქება მოხდა. მისგან ოთხი თანამშრომელი დაზარალდა, დაზიანდა 7 ავტომობილი.
2009 წლის 14 მაისს გაისმა ერთდროულად ორი აფეთქება, რომლებმაც ქარხნის ოთხი თანამშრომლის სიცოცხლე შეიწირა.