გახდება თუ არა აფხაზეთში სპიკერი მთავარი ოპოზიციონერი?
ფოტო:იბრაგიმ ჭკადუა
აფხაზეთში 12 მარტს გამართულმა არჩევნებმა სახალხო კრების – აფხაზეთის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს მკაფიო კონტურები ვერ გამოკვეთა.
მიუხედავად ამისა, პირველი ტურის შედეგების მიხედვით, შესაძლებელია რამდენიმე ნიშანდობლივი მოვლენის კონსტატირება.
დამარცხდა ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა – და არჩეულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ბათალ ტაბაღუა.
მაგრამ პირველ რიგში, პირველი ტურის შედეგი ის არის, რომ გუდაუთის ერთ-ერთ ოლქში აფხაზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს მთავარმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსანდრ ანქვაბმა გაიმარჯვა.
მთავარი ოპოზიციონერი ალექსანდრ ანქვაბი და მისი პერსპექტივები
ეს გამარჯვება მან რთულად მოიპოვა. ანქვაბისა და მისი ერთადერთი მეტოქის, დამწყები პოლიტიკოსის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაში განსხვავება მხოლოდ 11 ხმაა.
ექს-პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბის მიერ სადეპუტატო მანდატის მოპოვების შემდეგ ზოგიერთი ანალიტიკოსი მას ახალ პარლამენტში სახალხო კრების სპიკერის სავარძელს უწინასწარმეტყველებს. მაგრამ, მთელი საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, თუკი პარლამენტში სავარძლების უმეტესობას მოქმედი პრეზიდენტის რაულ ჰაჯიმბას მომხრეები ვერ დაიკავებენ, ოპოზიციურ გარემოცვაში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ალექსანდრ ანქვაბს სპიკერად გახდომა მაინც ძალიან გაუძნელდება.
ოდესღაც ერთიან ოპოზიციურ ძალთა ბლოკში ბოლო თვეების განმავლობაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა არსებობს არამარტო ხელისუფლებისთვის ბრძოლის მომავალი სტრატეგიებისა და ტაქტიკის თვალსაზრისით, არამედ იმ პერსონის ირგვლივაც, ვინც ამ ოპოზიციურ გარემოცვას უნდა უხელმძღვანელოს.
ახლა, ექს-პრეზიდენტის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების შემდეგ, ფაქტობრივად, უსიტყვოდ გაიყვნენ ორად – ისინი, ვინც ძველი, ურყევი სიყვარულით აგრძელებს ალქსანდრ ანქვაბზე იმედების დამყარებას, და ისინი, რომლებიც მზად არიან თავიანთ ლიდერად ასლან ბჟანიას დაუჭირონ მხარი.
ანქვაბზე იმედების დამყარება უმეტეწილად ემოციურ ფაქტორს ეფუძნება. ქვეყნის პირველი პირისთვის ასაკობრივი შეზღუდვის გათვალსიწინებით, რაც კონსტიტუციაშია ჩადებული, ალექსანდრ ზოლოტინსკოვიჩს, რომელიც უკვე 64 წლისაა, საპრეზიდენტო სავარძლისკენ მიმავალი გზა ფაქტობრივად გადაკეტილი აქვს.
ოპზიციის ლიდერი, მართალია, პოპულარულია, თუმცა კარიერული წინსვლის პრესპექტივები არ გააჩნია – ეს დიდი პრობლემაა, პირველ რიგში თავად ოპოზიციისთვის. და ამ თვალსაზრისითაც ასლან ბჟანიას ფიგურა, რომელიც არც იმდენად ხმაურიანი პოპულარობით გამოირჩევა, მაინც უფრო პერსპექტიულ პროექტად არის მიჩნეული, ვიდრე ანქვაბისთვის ხელის შეწყობა.
ამ ორ ამბიციურ პოლიტიკოსს შორის ეს უხილავი მეტოქეობა შეიძლებოდა შეგენიშნათ უკვე ატარის საარჩევნო ოლქშიც, სადაც ბჟანია იყრიდა კენჭს.
მისი მეტოქე თემურ კვიცინია, რომელთან ერთადაც ის მეორე ტურში გავიდა, ასევე ოპოზიციონერია. არა რიგითი ოპოზიციონერი, მაგრამ ლიდერებს ის შორის არასდროს მოიხსენიებოდა. მანდატისთვის ბრძოლაში მისი მთავრი კოზირია გვარი: კვიცინიების გვარის წარმომადგენლები ამ ოლქის ამომრჩეველთა თითქმის ნახევარს შეადგენენ. და ყველა მათგანი, როგორც წესი, ერთხმად აძლევს ხმას თავის ნათესავს.
ნებისმიერ სხვა ოლქში თემურ კვიცინიას, რომელმაც, სხვათა შორის, ყველაზე მდუმარე დეპუტატის სახელი გაითქვა, ალბათ არჩევის მცირედი შანსიც კი არ ექნებოდა, მაგრამ ატარის ოლქში მისი კანდიდატურა ფრიად კონკურენტუნარიანია. მას ორჯერ ზედიზედ აქვს მოპოვებული გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში, თანაც პირველივე ტურით, რაც დღევანდელი აფხაზური რეალიებისთვის ფანტასტიკურ შედეგად გამოიყურება.
და მაინც, როგორც ოპოზიციის კულუარებში ამბობენ, თემურ კვიცინიას თავიდან არ სურდა საკუთარი კანდიდტურის წამოყენება, რათა გზა ბჟანიასთვის დაეთმო. მაგრამ შემდეგ, როგორც იგივე წყაროები ადასტურებენ, უეცრად გადაიფიქრა – და როგორც ამბობენ, ეს შემოტრიალება ყოფილი ექს-პრეზიდენტის ალექსანდრ ანქვაბის მხარდაჭერის გარეშე არ მომხდარა.
ახლა, როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, ანქვაბისა და ბჟანიას ურთიერთობებში გაჩენილი ბზარი მომავალში ალბათ კიდევ უფრო გაღრმავდება.
ახალგზრდა ოპოზიცია – „აინარი“, და მათი პერსპექტივები
ახალ პარლამენტში შევა ოპოზიციონერების სხვა ჯგუფიც. და ეს პირველ რიგში პარტია „აინარის“ წარმომადგენლები არიან.
ეს ორგანიზაცია აერთიენებს აფხაზი პოლიტიკოსების ახალგაზრდა თაობას, რომლებსაც რუსულ მედიაში, ნაციონალისტების გარდა, სხვა სახელით აღარ მოიხსენიებენ.
თვით „აიანარი“ ამჯობინებს თავი არამხოლოდ არსებული ხელისუფლების რეალურ ოპოზიციად წარადგინოს, არამედ ოპოზიციურ ძალთა ბლოკის ოპოზიციადაც.
და სწორედ ეს მახასიათებელი მიანიჭებს დამატებით ელ-ფერს როგორც პარლამენტში მოხვედრილ ოპოზიციას, ისე – საკუთრივ პარლამენტსაც.
და მაინც, „აინარსაც“ ბევრი პრობლემა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გახდება პარტიიდან დეპუტატი.
ამ გართულებების მიზეზი ისაა, რომ აფხაზეთის პარლამენტს მაჟორიტარული სიტემით ირჩევენ, და სამწუხაროდ, ამ სისტემამ თავი აშკარად ამოწურა. ეს მთელი სიცხდით უჩვენა ახლანდელმა საარჩევნო კამპანიამ, სადაც „კაი ბიჭების“ კონკურსი უფრო შეინიშნება, ვიდრე იდეებისა და პროგრამების ჭიდილი.
იმავე მიზეზით, არ გვიწევს იმის თქმა, რომ ახალი პარლამენტი აფხაზეთის ისტორიაში საბედისწერო როლის შესრულებას შეძლებს. უფრო მოსალოდნელია, რომ ის ყოფილი მოწვევის პარლამენტების ტრადიციებს გააგრძელებს.
მაგრამ ეს პარლამენტი უკნასკნელია, რომელსაც მჟორიტარული სისტემით ირჩევენ. უკვე დაწყებულია საარჩევნო სისტემის რეფორმა, საკუთრივ პარლამენტში უკვე ჩატარდა ორი მოსმენა შერეულ მაჟორიტარულ-პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ. ასე რომ, ეს არჩევნები მაჟორიტარული სისტემისთვის გედის სიმღერაა.
ახლა ყველა იმაზე მკითხაობს, თუ ვინ უფრო მეტი რაოდენობით იქნება პარლამენტში წარმოდგენილი – ოპოზიციონერები თუ პროსამთავრობო დეპუტატები. მაგრამ როდესაც უკვე 35-ივე დეპუტატის სახელი იქნებ ცნობილი, მაინც ძნელი იქნება იმის თქმა, როგორია ეს პარლამენტი – ოპოზიციური, თუ პროსამთავრობო.
წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობა თავიდან, მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ ხელისუფლებას ემხრობოდა – ალექსანდრ ანქვაბის სახით, მაგრამ შემდეგ 2014 წლის მაისში ოპოზიციამ აიძულა ანქვაბი ვადამდე გადამდგარიყო – და სახალხო კრების რიგებში ძალთა გადანაწილებაც ავტომატურად შეიცვალა, უმრავლესობა ახალი ლიდერის, რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერი გახდა.
ახალი პარლამენტი ალბათ ასევე საკმაოდ მოქნილი იქნება, რომ თავისი განწყობები იმ პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად ცვალოს, რომელიც იმ მომენტში ჩამოყალიბდება აფხაზეთის ისტორიაში.
ფოტო:იბრაგიმ ჭკადუა