აზერბაიჯანში სტუდენტების სტიპენდიები საშუალოდ 20%-ით მოიმატებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა წარმატებული სტუდენტები 130 მანათს [დაახლოებით $76] მიიღებენ. აქამდე ეს თანხა 112 მანათს [დაახლოებით $67] შეადგენდა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უმაღლესი განათლება უფასო და ფასიან განყოფილებებად იყოფა. უფასო განყოფილებაზე სწავლობენ სტუდენტები, რომლებიც მისაღებ გამოცდებზე მაღალ ქულებს აგროვებენ. დანარჩენები ფასიან განყოფილებაზე ხვდებიან (სწავლის ფასი უმაღლესი სასწავლებლისა და ფაკულტეტის მიხედვით მერყეობს). „უფასოები“ სტუდენტების საერთო რაოდენობის 31%-ს შეადგენენ.
აქამდე სტიპენდია მხოლოდ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ერგებოდათ (როგორც ფასიან, ისე უფასო განყოფილებებზე). ახლა კი მის მიღებას მხოლოდ კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები შეძლებენ, თუკი მათ კარგი ნიშნები ექნებათ.
აზერბაიჯანში 130 მანათად შესაძლებელია – ერთი ცალი კარგი ჯინსის, ან 29 ცალი „ბიგ-მაკის“ ყიდვა.