სამი დღის წინათ აზერბაიჯანის ერთდროულად რამდენიმე ინტერნეტ საინფორმაციო საშუალებაში გაჩნდა სიახლე ასეთი სათაურით: „ბოლო ერთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში 5000 ვირი გაქრა“. სხვა დანარჩენთან ერთად იყო ასეთი სიახლეც, რომ „თუკი 2015 წელს აზერბაიჯანში 40 ათასზე მეტი ვირი დაითვლებოდა, 2016 წლისთვის ეს რიცხვი 35, 8 ათასამდე შემცირდა“, – იტყობინება სააგენტო Qafqazinfo.az სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტზე დაყრდნობით. იმავე შეტყობინებაში დასძენენ, რომ 2008 წელს ქვეყანაში ვირების რაოდენობა 47, 8 ათასს შეადგენდა.
„ეს სიახლე სასწრაფოდ აიტაცეს სოციალური ქსელების მომხმარებლებმა და სამი დღის განმავლობაში „5000 დაკარგული ვირი“ ახალ აზერბაიჯანულ ინტერნეტ–მემად იქცა. აი, მომხმარებელთა რამდენიმე კომენტარი:
„ისინი არ დაკარგულან, დონორებად წავიდნენ (თურქული ფასტ–ფუდი)“ „ისინი მაღალ თანამდებობებზე დანიშნეს“ „ ვირები სექსუალურ მონებად გაყიდეს“
ვირების სტატისტიკა აზებაიჯანულ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში აქტუალური გახდა სამი წლის წინათ, როდესაც სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი იუწყებოდა, რომ 2014 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანმა 98 ათასი მანათი დახარჯა უცხოური ვირების შესაძენად (იმდროინდელი კურსით 125 ათას დოლარზე მეტი).
ეკონომისტმა ჟურნალისტმა ტორგულ ველიევმა ყურადღება მიაქცია სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტისა და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში არსებულ შეუსაბამობას. „ვირების იმპორტი განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს. სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემების მიხედვით, 2016წლის 1 იანვარს აზერბაიჯანში 35816 ვირი იყო (ეს მონაცემები 2016 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა). იმავე მონაცემებისთ გამოდის, რომ 2014 წელს ვირების რაოდენობა 3433–ით შემცირდა, ხოლო 2015 წელს – 4176 სულით. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ არც ერთი ვირის იმპორტირება არ მოგვიხდენია, ეს საერთაშორისო მონაცემებითაც დასტურდება. 2017 წლის 1 იანვრისთვის ქვეყანაში არსებული ვირების რაოდენობა ჯერჯერობით ღიად ხელმისაწვდომი არ არის. აბა, საიდან მოვიდა ეს რიცხვი – 5 ათასი?“ ველიევი აზუსტებს, რომ საქმე ეხება იმ ვირებს, რომლებსაც სამეურნეო საქმიანობაში იყენებენ.