SOCAR-მა და British Petroleum-მა ახალ სანავთობო კონტრაქტს მოაწერეს ხელი
14 სექტემბერს აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია SOCAR–მა და ВР–მ „აზერი–ჩიგარი–გიუნშელის“ (ACG) ნავთობის საბადოს დამუშავების შესახებ ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულება 2010 წლმდეა დადებული.
ACG — კასპიაში ყველაზე მსხვილი ნვთობის საბადოა. ის 432 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას მოიცავს. აზერბაიჯანული მხარის პროგნოზებით, საბადო კიდევ 500 მილიონ ტონა მოუპოვებელ ნავთობს შეიცავს.
აზერბაიჯანმა პირველ სანავთობო ხელშეკრულებას 1994 წელს მოაწერა ხელი, 30 წლის ვადით. ACG–ს საბადოდან ნავთობის მოპოვება 1997 წლის ნოემბრიდან დაიწყო. ამ დრომდე ACG–დან 3მილიარდ ბარელ ნავთობზე მეტია მოპოვებული, ხოლო პროექტში ჩადებულმა ინვესტიციებმა 33 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საბადოზე ექვსი მომპოვებელი პლატფორმა ფუნქციონირებს. ACG–ზე მოპოვებული ნავთობი მსოფლიოს ბაზრებზე ძირითადად ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის საშუალებით და დასავლეთის საექსპორტო ნავთობსადენით საქართველოს პორტ სუფსამდე გადის.
„დღეს აზერბაიჯანის ისტორიაში ღირსშესანიშნავი დღეა, ACG–ს საბადოს დამუშავების ახალი ერა იწყება“, – თქვა ალიევმა.
მისი თქმით, ახალი კონტრაქტი აზერბაიჯანისთვის უფრო მისაღები პირობებით იქნება ხელმოწერილი.
„კერძოდ, კომპანია SOCAR–ის წილი ახალ კონტრაქტში 25%–ს შეადგენს (მოქმედი კონტრაქტით 11,65%). გარდა ამისა, კონტრაქტის ხელმოწერის შედეგ უცხოელი ინვესტორები აზერბაიჯანს, სხვადახვა ბონუსის სახით, $3,6 მილიარდს გადაუხდიან, შემოსავლიანი ნავთობის წილი 75%–ს შეადგენს“, – ციტირებს სააგენტო „ინტერფაქსი“ პრეზიდენტის სიტყვებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ტერეზა მეიმ ხელშეკრულების ხელმოწერის მონაწილეებს მისალოცი წერილი გაუგზავნა.
წერილი ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ალან დუნკანმა წაიკითხა. „ბოდიშს ვიხდი, რომ ბაქოში არ ვიმყოფები და ცერემონიაზე დასწრებას ვერ ვახერხებ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახალი კონტრაქტი კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს გაერთიანებულ სამეფოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობას“, – ნათქვამია წერილში.
ექსპერტმა–ეკონომისტმა, ოპოზიციური მოძრაობა „რესპუბლიკური ალტერნატივას“ აღმასრულებელმა მდივანმა ნატიკ ჯაფარლიმ ახალი სანავთობო კონტრაქტის ხელმწერას „ქვეყნისთვის ძალიან დადებითი მოვლენა უწოდა“. „ВР–მ აზერბაიჯანში ახალი ტექნოლოგიები, და მართვის ახალი მეთოდები შემოიტანა. გაიხსნა სამუშაო ადგილები, მომზადდნენ ადგილობრივი სპეციალისტები“. მაგრამ ამავდროულად ჯაფარლიმ ხელშეკრულების გარშემო არსებული გასაიდუმლოებული ვითარება გააკრიტიკა.
“ხელშეკრულების ტექსტი არავის უნახავს. არავინ არის პირობების შესახებ საქმის კურსში. ნორმალური, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის მქონე ქვეყანაში ВР იძულებული იქნებოდა ხელშეკრულების პირობები თითოეულ საპარლამენტო ფრაქციასთან შეეთანხმებინა. ჩვენთან კი პარლამენტი ერთხმად დაამტკიცებს ამ შეთანხმებას და მას საკონსტიტუციო სტატუსს მიანიჭებს. რასაკვირველია, თავად ВР–სთვის ეს ხელსაყრელია – ერთი ადამიანის ინტერესების უზრუნველყოფა უფრო ადვილია და ალბათ უფრო იაფიც“, – ამბობს ჯაფარლი.