აზერბაიჯანმა ბინადრობის ნებართვის გაცემა სულ უფრო იშვიათად დაიწყო
გაზიარება
გაზიარება
გასული ნახევარი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის მოქალაქეობა 75-მა უცხოელმა მიიღო, ბინადრობის ნებართვა კი -1697-მა ადამიანმა. ეს 31%-ით ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.
მათ შორის, ვინც ბინადრობის მუდმივი ნებართვა მიიღო, ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა – 347 ადამიანი, თუმცა არიან რუსეთის, თურქეთის, უკრაინის და ირანის მოქალაქეებიც.
აზერბაიჯანში ბინადრობის ნებართვის (შემდეგ კი მოქალაქეობის) მიღება მარტივი არ არის. საჭიროა ქვეყანაში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრება, მრავალი სხვადასხვა საბუთის წარდგენა, საკუთარი სურვილის დამაჯერებლად დასაბუთება, აზერბაიჯანულ ენაში გამოცდის ჩაბარება.
კიდევ 86-მა უცხოელმა დევნილის სტატუსი მოითხოვა. ძირითადად, ესენი არიან ლიბიიდან, ავღანეთიდან პაკისტანიდან და ირანიდან ჩამოსულები; ანუ იმ ქვეყნებიდან, სადაც ომი ან დაძაბული სიტუაციაა.
მთლიანობაში, გაერო აზერბაიჯანში დაახლოებით ორი ათას დარეგისტრირებულ უცხოელ დევნილსითვლის.
აზერბაიჯანში დევნილის სტატუსის მიღება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც სამშობლოში საფრთხეემუქრებაჰუმანიტარული მხარდაჭერის საზოგადოებრივი გაერთიანება „ხაიათი“ აზერ ალაჰვერანოვი. სიღარიბე, უმუშევრობა და სხვა ეკონომიკური მიზეზები არ ერგება.